ტყისპირა ქამა
| ტყისპირა ქამა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Agaricus silvicola (Vittad.) Peck, 1872 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ტყისპირა ქამა (ლათ. Agaricus sylvicola) — სოკოს სახეობა ქამასოკოს გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას.
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. ნორჩობაში გამოუცდელ მესოკოვეს შეიძლება ადვილად აერიოს მისივე გვარის რამდენიმე მომაკვდინებლად შხამიანი სოკოში, მათ შორის შხამაში. ტყისპირა ქამა იზრდება წიწვოვან და ნათელ ფოთლოვან ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა იტალიელმა მიკოლოგმა კარლო ვიტადინიმ 1832 წელს როგორც Agaricus campestris var. silvicola. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა ჩარლზ ჰორტონ პეკმა 1872 წელს.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 5-10 სმ, მკრთალი-მოყვითალო თეთრი ფერის, კვერცხისებრი ფორმის, მოგვანებით გაშლილი და ბრტყლად ამოზნექილი. ტექსტურა სქელხორცოვანი, გლუვი, აბრეშუმისებრი ზედაპირითაა დაფარული. კიდეები თავიდან შეკეცილია, შემდეგ-გაშლილი, ზოგჯერ ტალღოვანი, საერთო საბურველის ნარჩენებით.
ფეხის სიგრძე — 6-8 სმ, სისქე — 1-1.5 სმ, თეთრი, შეხებისას ყვითლდება. ცილინდრული ფორმის, ძირისკენ გამსხვილებული, ზოგჯერ ოდნავ მოღუნულია, თავდაპირველად — შიგნით ბოჭკოვანია, ხოლო შემდეგ — ფუყე. სოკოს ტექსტურა აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანია. ქუდთან ახლოს გააჩნია განიერი და საკმაოდ მოზრდილი მოთეთრო, ჩამოკიდებული საყელო. მისი ზედაპირი გლუვია, ხოლო ქვედა მხარე — კიდეზე მოყვითალო ნაფიფქითაა ვოლვის გარეშე.
რბილობი — ქუდში ონდავ თხელი, თეთრი, გაჭრისას ნელ-ნელა იძენს ჟანგმიწისფერ-ყვითელ ფერს. ახასიათებს ნუშის[2] ან ანისულის სუნი.[3]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ხშირი, ფეხთან თავისუფალი, მონაცრისფერო-მოვარდისფერო, მურა-წაბლისფერი ან თითქმის შავი.
სპორების მტვერი — შოკოლადისფერ-ყავისფერი ან მუქი მურა. სპორები — 5-6x3-4 მკმ, კვერცხისებრი ფორმის, გლუვი,[4] ერთი ან ორი ფლუერსეცენტული წვეთით.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტად გავრცელებული სოკოა. გვხვდება წიწვოვან და ნათელ ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით ხშირად ნაძვსა და წიფლის ქვეშ, წაქცეულ ხეებს შორის, მდიდარ ნიადაგებზე. ჩნდება ერთეულებად ამ ჯგუფებად, ზოგჯერ მრავალრიცხოვნად.
სოკო მრავლად გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში (ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა[5]). გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს სამხრეთ ამერიკას, აზიას, აფრიკასა და ავსტრალიას.
სეზონი — ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
კვებითი ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. ახასიათებს სასიამოვნო გემო. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში.[6][7] ახალგაზრდა სოკოები იჭმევა უმადაც,[8] ხოლო რაც შეეხება მოზრდილ ეგზემპლარებს, მოხმარებამდე რეკომენდირებულია მათი მოხარშვა. გამოიყენება როგორც ცხიმში შემწვარი, აგრეთვე მოხარშული სახით. ხმარობენ ხორციან სოუზებშიც.[9] მიუხედავად ამისა, სოკო ადვილად იწოვს კადმიუმსა და სხვა მძიმე ლითონებს,[2] ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მოხმარება რეკომენდებული არაა.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოუცდელ მესკოვეს ტყისპირა ქამა შეიძლება ადვილად აერიოს მისივე გვარის რამდენიმე მომაკვდინებლად შხამიანი სოკოში, მათ შორის შხამაში.[10] ტყისპირა ქამასაგან განსხვავებით, შხამას არ ახასიათებს ნუშის სუნი. შხამას ფირფიტები ყოველთვის თეთრია და ფეხის ძირში აქვს ვოლვა. ტყისპირა ქამა შეიძლება აგვერიოს შხამიან ქამაშიც რომელსაც, ტყისპირა ქამასგან განსხვავებით, ახასიათებს ფენოლის მძაფრი სუნი და ფეხის ძირში გადატეხისას სწრაფად ყვითლდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 48, ISBN 978-9941-8-4547-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტყისპირა ქამა“ ვიკისაწყობში.- ტყისპირა ქამა MycoBank-ზე (ინგლისური)
- ტყისპირა ქამა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Agaricus silvicola (Vittad.) Peck. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: November 11, 2012.
- 1 2 Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: «Астрель», «АСТ», 2003. — С. 156. — ISBN 5-17-020333-0.
- ↑ Phillips, Roger (2006). Mushrooms. Pan MacMillan. ISBN 0-330-44237-6.
- ↑ Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012) Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 228. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861.
- ↑ Arora, David (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi, 2nd, Berkeley, CA: Ten Speed Press, გვ. 334–335. ISBN 978-0-89815-170-1.
- ↑ Agaricus sylvicola (Vittad.) Peck. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 6, 2011. ციტირების თარიღი: January 18, 2008.
- ↑ Agaricus silvicola (Vittad.) Peck (1887). ციტირების თარიღი: January 18, 2008.
- ↑ Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: Астрель, АСТ, 2003. — С. 12. — ISBN 5-271-05827-1.
- ↑ Luce Höllthaler: „Pilzdelikatessen”, Editura Wilhelm Heyne Verlag, München 1982, p. 112-113, ISBN 3-453-40334-7
- ↑ California Fungi: Agaricus silvicola. ციტირების თარიღი: January 18, 2008.