ტყიბულა-ძევრულის მღვიმე
იერსახე
| ტყიბულა-ძევრულის მღვიმე | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ტყიბულის მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 490 მ |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
ტყიბულა-ძევრულის მღვიმე — მღვიმე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის კირქვული ქედის ზოლში. გამომუშავებულია ცარცული ასაკის შრეებრივ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი ახალსოფლის ქვაბულიდან, კლდოვანი ფლატის ძირში იხსნება, ზღვის დონიდან 490 მ სიმაღლეზე. ტყიბულა-ძევრულის მღვიმე ეროზიულ-კოროზიული წარმოშობისაა: მასში მკაფიოდ გამოიყოფა ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 280 მ) და სუბჰორიზონტალური (სიგრძე 1800 მ) მონაკვეთები. მღვიმეში არის საჩქეფები და ევორზიული ორმოები ტბებით.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1966. გვ. 185-186
- ↑ ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 88-89.