ტურნეტრესკი
იერსახე
| ტურნეტრესკი | |
|---|---|
| Torneträsk | |
| კოორდინატები: 68°19′ ჩ. გ. 19°16′ ა. გ. / 68.317° ჩ. გ. 19.267° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 341 მ |
| სიგრძე | 70 კმ |
| სიგანე | 11 კმ |
| ფართობი | 332 კმ² |
| მოცულობა | 17,1 კმ³ |
| საშუალო სიღრმე | 51 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 168 მ |
| [1] | |

ტურნეტრესკი (შვედ. Torneträsk) — ტბა შვედეთში. მდებარეობს ნორბოტენის ლენში, სკანდინავიის მთებში. ტრესკი (Träsk)ადგილობრივ ენაზე ტბას ნიშნავს (თანამედროვე შვედურ ენაზე ჭაობს). ტბის ფართობი 330 კმ²-ია, სიგრძე — 70 კმ და წარმოადგენს შვედეთის სიდიდით მეშვიდე ტბას. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ტურნეელვენი, რომელიც შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინება. სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს აბისკოს ეროვნული პარკი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი — ლაპონია.
იმის გამო, რომ ტურნეტრესკი მყინვარული წარმოშობის ტბაა, მისი მაქსიმალური სიღრმე 168 მეტრია, რა მხრივაც ის მეორეა შვედეთის ტბებს შორის. დეკემბრიდან ივლისამდე ტბა როგორც წესი ყინულითაა დაფარული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sjöar och vattendrag Swedish. Vattenmyndigheten Bottenviken. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2008-09-13.