საქართველოს ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტურიზმი საქართველოში)
2016 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, საქართველოში ჩამომსვლელ უცხო მოქალაქეთა ქვეყნების, მოწინავე 15-ეული
ქართული მარანი
თუშეთის ეროვნული პარკი
საქართველოს ეროვნული ტურისტული ადმინისტრაციის ლოგო
ბათუმი

ტურიზმი საქართველოშიკავკასიის უძველეს ქვეყანაში, აქტიურადაა წახალისებული ქვეყნის მთავრობის მიერ[1]. ამ სექტორის მართვას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

საქართველოს კულტურა უძველესია, ადგილობრივი მოსახლეობა კი სიძველისა და თანამედროვების ნაზავია[2] .

ზოგიერთი ქვეყანა უცბად გიზიდავს, საქართველო კი მაშინვე გაცდუნებს, როგორც კი მის მიწაზე დაადგამ ფეხს

— კალპანა შაჰნის ციტატა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან[1].

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიტყვა „ღვინო“ ქართული ენიდან მომდინარეობს. სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი ყურძნის თესლისა და მეღვინეობის უძველესი ნაშთები. ამჟამად ქვეყანაში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული[3].

ეკოტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ტერიტორიის 25% დაცულ ეროვნულ პარკებს უჭირავს, 40% კი ტყითაა დაფარული[3].

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ტურისტული გზამკვლევები იუწყება, ომის შედეგად არსებობს ნაღმებისა და სხვადასხვა უხერხულობების რისკები.[2][4] იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავიანთ მოქალაქეები ამ რისკების შესახებ გააფრთხილეს, არის ახალი ზელანდია,[5] თუმცა ამ უკანასკნელს ტურისტებისთვის საქართველოში წასვლა არ აუკრძალავს.

პრაქტიკული ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში სტანდარტულ Europlug-ს იყენებენ (220 V, 50 Hz), საერთაშორისო სატელეფონო კოდია +995, გამოიყენება მეტრული სისტემა, ეროვნული ვალუტაა ლარი (GEL)[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 tourism.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-05. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  2. 2.0 2.1 2.2 lonelyplanet.com[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 tourism.gov.ge/discover.php. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-07. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  4. lonelyplanet.com/thorntree/forum.jspa
  5. safetravel.govt.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2012-08-02.