ნიკარაგუის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტურიზმი ნიკარაგუაში)
ცხოვრება ნიკარაგუაში
ხელოვნება
კინო
სამზარეულო
კულტურა
დემოგრაფია
განათლება
დღესასწაულები
სამართალი
ლიტერატურა
მუსიკა
პოლიტიკა
რელიგია
ტურიზმი

ნიკარაგუის ტურიზმის ზრდას დღესდღეობით მომეტებული ყურადღება ეთმობა და იგი ეროვნული ეკონომიკის რიგით მეორე მნიშვნელოვანი დარგია. ნიკარაგუის პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ მიაპყრო ყურადღება ტურიზმის განვითარებას სიღარიბის დასაძლევად. ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს აგრარული სექტორის, ვაჭრობისა და ფინანსების ზრდას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუის რევოლუციის დროს 1980-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა იყო, ნიკარაგუა ვერ იქნებოდა ტურისტებისტვის მიმზიდველი ადგილი და ამიტომ იმ პერიოდში ტურიზმი დაქვეითების გზაზე იდგა. თუმცა ბოლო პერიოდში მას იმდენად დიდი ყურადღება მიექცა, რომ ქვექნის ეკონომიკის სიდიდით მეორე დარგია. ასეთი წინსვლა განაპირობა იმან, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 70 %-ით გაიზარდა, ყოველწლიურად კი 10-16 %-მდე იზრდება. ნიკარაგუა ცნობილია თავისი პეიზაჟებით, ფლორით, ფაუნით, ველური სამყაროთი, კულტურით, სანაპიროებით, და რა თქმა უნდა ტბებითა და ვულკანებით.

ნიკარაგუული ტელეარხის Canal 2 -ის ცნობით ტურისტებს ნიკარაგუაში იზიდავს სანაპიროები, ძველი არქიტექტურა, ეკოტურიზმი და აგროტურიზმი ჩრდილოეთ ნიკარაგუაში.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუას 2005 წელს 803 933 ტურისტი სტუმრობდა. ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2002 წლის მაჩვენებლებტან შედარებით, როდესაც ქვეყანაში 579 165 ტურისტი ესტუმრა. ტურიზმის შემოსავალი 240 მილიონ აჭარბებს. ტურისტების უმეტესობა ჩამოდის აშშ-დან, ევროპიდან, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან.

ნიკარაგუის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით კოლონიური არქიტექტურით განთქმული ქალაქი გრანადა ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავთ. ასევე ქალაქები ლეონი, მასაია, ომეტეპეს კუნძული, ვულკანი მომობაჩო. ნიკარაგუაში ჩასულ ტურისტებს განსაკუთრებით ეკოტურიზმი და სერფინგი იზიდავთ.

მარცვლეულის კუნძულების პანორამა

მარცვლეულის კუნძულები ასევე იზიდავს ტურისტებს. კუნძულები მდებარეობენ კარიბის ზღვაში, ქალაქ ბლუეფილდის სანაპიროდან 70 კმ-ის მოშორებით. ეს კუნძულები ლოს ანჯელეს თაიმსმა "ტროპიკულ სამოთხედ' მონათლა. 2000 წლის იანვრიდან სან ხუან დელ სურში ფუნქციონირებს ნავმისადგომები ტურისტების მისაღებად.

ნიკარაგუა ტურისტებისთვის შედარებით უსაფრთხო ქვეყანაა. ინტერპოლისა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით ნიკარაგუაში ყველაზე ნაკლები დანაშაული ხდება ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით. წელიწადში ყოველს 100 000 კაცზე 12 დანაშაული ხდება საშუალოდ. ნიკარაგუსა გააჩნია ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დიდი ტბა. ასევე ჩიტების 700 სახეობა და ბუნების პირველქმნილი სილამაზის მიუხედავად, ნიკარაგუაში რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ცოტა ადამიანი ჩადის.

სოფლისა და სათემო ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CECOCAFEN არის ყავის მწარმოებელი ორგანიზაცია, რომელიც მართავს სასოფლო ტურიზმს ჩრდილოეთ ნიკარაგუაში. ამ პროექტს მხარს უჭერს ლუთერანთა მსოფლიო ფონდი. ორგანიზაცია დაარსდა 1997 წელს. ასეთი სახის ტურიზმი საშუალებას აძლევს გლეხებს მიიღონ მეტი ყავის მოსავალი და გაზარდონ შემოსავალი. ტურისტებს საშუალებას ეძლევათ ესტუმრონ ყავის პლანტაციებს, გაეცნონ აღნიშნული კულტურის მოვლას, სპეციფიკას და ისიც შეუძლიათ, რომ ერთი ღამით იცხოვრონ ფერმაში.

ეკოლოგიური ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურისტების საყვარელი ადგილი ომეტეპეს კუნძული თავის ვულკანებით: კონცეფციონითა და მადერასით

ეკოტურიზმი არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო საშუალება თავსაწიერის გასაფართოებლად. ტურიზმის ეს სახეობა დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივ კულტურას, ბუნებასა და მოგზაურობას. ნიკარაგუაში ეკოტურიზმი წლითი წლამდე იზრდება. ნიკარაგუის საპირწონედ ქვეყანაში ბევრია ეკოტურიზმისთვის შესაფერი ადგილები, რაც ტურისტული მარშრუტების სიუხვეზეც აისახება. ქვეყანას გააჩნია სამი ძირითადი ეკორეგიონი: წყნარი, ცენტრალური და ატლანტიკის, რომლებზეც გადაჭიმულია ვულკანები, ტროპიკული ტყეები.

ნიკარაგუაში არის 78 დაცული ტერიტორია. რომელიც მოიცავს ტერიტორიის 20 % და ასევე მსოფლიო მრავალფეროვნების 7 %-ს. ნიკარაგუის ტერიტორიაზე არის ბოსავას ნაკრძალი, რომელიც სიდიდით მეორე ტროპიკული ტყეა ლათინურ ამერიკაში. ტბა ნიკარაგუა განსაკუთრებით იზიდავს დამსვენებლებს მის შუაგულში კუნძულ ომეტეპეს ვულკანებით.

ნიკარგუის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ნაკრძალი — ინდიო მაისის ნაკრძალი, რომელიც აერთიანებს იმაზე მეტ რაოდენობას ხეებისას, ჩიტებისას და მწერებისას, ვიდრე მთელს ევროპაშია.

საერთაშორისო ტურისატული ურთიერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო აეროპორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუგუსტო სანდინოს საერთაშორისო აეროპორტი. რეკონსტრუქციის შემდეგ, არის ყველაზე თანამედროვე არქიტექტურის მქონე აეროპორტი ცენტრალურ ამერიკაში

ნიკარაგუას აქვს ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი აუგუსტო სანდინოს აეროპორტი, რომელიც მდებარეობს მანაგუაში.

ვიზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურისტები ავღანეთიდან, ალბანეთიდან, ანგოლადან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, კამერუნიდან, სომხეთიდან, ჩინეთიდან, კოლუმბიიდან, კუბიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან, ეგვიპტიდან, ეკვადორიდან, განადან, ჰაიტიდან, ინდოეთიდან, ერაყიდან, იორდანიიდან, კენიიდან, სამხრეთ კორეიდან, ლიბანიდან, ლიბერიიდან, მალიდან, მოზამბიკიდან, ნეპალიდან, ნიგერიიდან, პაკისტანიდან, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციიდან, პერუდან, რუმინეთიდან, სერბეთიდან, მონტენეგროდან, სიერა-ლეონედან, სომალიდან, შრი ლანკიდან, სუდანიდან, სირიიდან, ვიეტნამიდან და იემენიდან ნიკარაგუაში ჩასასვლელად საჭიროა ვიზა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საჭიროა ჰქონდეთ ტურისტული ბარათი ($10), რომელიც ჩაფრენიდან ერთი თვის განმავლობაში ძალაშია. რა თქმა უნდა ძალაში მყოფ პასპორტთან ერთად და ჩასვლის გადასახადი $32-ის ოდენობის.

ტურისტებს იზიდავთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვულკანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვიშაზე ციგურაობა ვულკან სერო ნეგროზე

ნიკარაგუას უწოდებენ "ნულკანებისა და ტბების ქვეყანას" არაერთი ტბის, ლაჟვარდოვანი ლაგუნებისა და ვულკანების ჯაჭვის გამო, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან რომ კვეთენ ქვეყანას. დღეს 50-დან 7 ვულკანი არის მხოლოდ მოქმედი. ამ ვულკნების უმეტესობა იზიდავს დამსვენებლებს ალპინიზმით, სასეირნოდ თუ კრატერში ჩამდგარ ტბაში საცურაოდ. ორივე ჩამქრალი და მოქმედი ვულკანების დაპყრობა შეიძლება. ყველაზე მეტად პოპულარული ვულკანებია მასაია, მომოტომბო, მომბაჩო, კოსიგუინა, მადერასი და კონცეფციონი.

აპოიოს ლაგუნა წარმოიქმნა აპოიოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 23 000 წლის წინ. მან დატოვა 7 კმ-ის დიამეტრის კრატერი, რომელიც დროთა განმავლობაში წყლით ამოივსო. ტბა შემოსაზღვრულია კრატერის ძველი კედლებით. ტბის ნაპირებზე ჩამწკრივებულია რესტორნები და შესაძლებელია ნაოსნობაც.

დამსვენებლებს შორის ასევე პოპულარილი ადგილია 365 კუნძულის არქიპელაგი, რომელსაც გრანადის პატარა კუნძულებს უწოდებენ. 364 კუნძული შეიქმნა მაშინ, როდესაც ვულკანი მომბაჩო ამოიფრქვა. კუნძულების სანახავაად მოდიან, როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ისე უცხოელი ტურისტები. კუნძულები ერთმანეთისგან განირჩევიან მოცულობით და მათზე 1200 ადამიანი სახლობს, ძირითადად მეთევზეობას მისდევენ.

პოპულარული მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]