ტურიზმი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა (წითლად), აზერბაიჯანი

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ერთ-ერთი ტურისტული რეგიონია აზერბაიჯანში, რომელსაც აქვს დამახასიათებელი ფლორა და ფაუნა, კლიმატი და უძველესი კულტურული ძეგლები. [1] ნახიჩევანი ცნობილია ისეთი ისტორიული ძეგლებით, როგორებიცაა მაგალითად ყარაბაღლარის მავზოლეუმი, იუსუფ იბნ კუსეირის აკლდამა, ნიზამის მავზოლეუმი, ასევე გამოქვაბულები, წმინდა ადგილები და სხვა.[1] სულ არის 1162 ისტორიული ძეგლი.

გარდა ამისა, ნახიჩევანში გაიმართა კონფერენციები, რამაც თავისმხრივ ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას. 2006 წელს ნახიჩევანში გაიმართა კონფერენცია „ტურიზმი, განვითარება და პერსპექტივები“. [1] 2008 წელს გაიმართა „რელიგიური და ჯანმრთელობის ტურიზმი: სულიერი და ფიზიკური დასვენების ორგანიზაცია“ ამ კონფერენციას ესწრებოდნენ ისლამური ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.[1]

ნახჩივანი ასევე მრავალი უძველესი და შუასაუკუნეების ისლამური კულტურული და ისტორიული ძეგლების სამშობლოა.[2] 2009 წელს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა დასახელდა, როგორც „აზიის რეგიონის ისლამური კულტურის დედაქალაქი 2018“ ბაქოში გამართულ OIC წევრი სახელმწიფოების კულტურის მინისტრების მე-6 კონფერენციაზე.[2]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრილში მოცემულია, 2006 - 2017 წლებში ნახიჩევანში ჩასული ტურისტების რაოდენობა.

წლები[3] 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
რაოდენობა[3] 93930             140895  219118 225914  287634  343139  358963  370638  378102  389823  403275  413357

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ძეგლები ნახჩივანში.

ალინჯას ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალინჯას ციხე ისტორიული ძეგლი, რომელიც VI საუკუნეში კლდეზეა აგებული. იგი ნახიჩევანის მახლობლად მდებარეობს და ერთ -ერთი ტურისტული ადგილია. ციხე მდებარეობს 1800 მეტრის სიმაღლეზე.[4]

გამიგაია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამიგია არის მთიანი ორდუბადის მხარეში. ამ მთის სიმაღლე 3725 მეტრია. მთაზე არის წარწერები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის 4-1 ათასწლეულით თარიღდება.

მომინე ხათუნის მავზოლეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომინე ხათუნის მავზოლეუმი არის აღმოსავლური არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში. ეს ისტორიული ძეგლი აშენებულია 1186 წელს, ნახიჩევანის დასავლეთ ნაწილში, აჯემი ნაჩივანელელის, აზერბაიჯანული ხუროთმოძღვრების სკოლის დამფუძნებლის მიერ. 1998 წლის 30 სექტემბერს, მომინე ხათუნის მავზოლეუმი, ჩაიწერა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების პირველ სიაში, რაც ნიშნავს რომ ამ ძეგლისთვის აუცილებელია გადაუდებელი დაცვა. [5]

ყარაბაღლარის მავზოლეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღლარის მავზოლეუმი, არის ისტორიული ძეგლი, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება. ძეგლი შედგება ორმაგი მინარეთისგან, რომელიც მშენებლობა მიმდინარეობდა XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში. მინარეთის დამაკავშირებელი თაღი XIV საუკუნით თარიღდება. ყარაბაღლარის მავზოლეუმი შედგება 4 ძირითადი თაღისაგან, ისინი განლაგებულია ჩრდილოეთის, სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით.

ნიზამის მავზოლეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიზამის მავზოლეუმი აშენდა XIII საუკუნის დასაწყისში. ეს ძეგლიც 1998 წლის 30 სექტემბერს ჩაიწერა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების პირველ ჩამონათვალში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროებენ გადაუდებელ დაცვას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Nakhchivan Autonomous Republic. Tourism. ციტირების თარიღი: 2018-08-09
  2. 2.0 2.1 Nakhchivan, Capital of Islamic Culture 2018 | Islamic Educational, Scientific and Cultural Organization – ISESCO – en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-09. ციტირების თარიღი: 2018-08-09
  3. 3.0 3.1 Ticarət, xidmət və turizm sahəsi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-10. ციტირების თარიღი: 2018-08-10
  4. Nakhchivan and its transformed tourism sector - Foreign Policy News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-08. ციტირების თარიღი: 2019-10-08.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-29. ციტირების თარიღი: 2019-10-08.