ტურაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტურაკო
Tauraco leucotis-20031005.jpg
თეთრყურა ტურაკო (Tauraco leucotis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tauraco (Kluk, 1779)

ტურაკო, ბანანიჭამია (ლათ. Tauraco) — ფრინველთა გვარი ტურაკოსებრთა ოჯახისა. მოიცავს 14 სახეობას.[1][2][3] გავრცელებულნი არიან აფრიკის ტყეებსა და სავანებში. გრძელკუდა ფრინველებია, მათი სხეულის სიგრძეა 35–45 სმ. ახასიათებთ ბუმბულისაგან წარმოქმნილი ქოჩორი თავზე. ფერად ლითონისმაგვარი მწვანე და ცისფრები არიან. დედლები მამლებისაგან არც ფერით და არც ზომებით არ განსხვავდებიან. საფრენი ბუმბული ხშირად მუქი წითელია. გამრავლების პერიოდში მამლები ქუჩრისა და საფრენი ბუმბულის დემონსტრაციით ცდილობენ დედლების მოხიბვლას. ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე, კრუხობს ორივე მშობელი და ბარტყების აღზრდაშიც თანაბრად მონაწილეობენ. იკვებებიან ახალგაზრდა ყლორტებით, მწერებით, კენკრითა და ხილით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Herausgeber: Forshaw, Joseph: Enzyklopädie der Vögel, 1999 — ISBN 3828915574
  • Hans von Boetticher: Lärmvögel, Turakos und Pisangfresser, (2. unveränderte Auflage von 1955), 2004 — ISBN 3894326077

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BirdLife International (2010) მსოფლიოს ფრინველთა სია დაცვის სტატუსის მითითებითა და კლასიფიკაციის წყაროებით BirdLife-ზე. ვერსია 3.(ინგლისური)
  2. Названия по Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 131—132. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  3. ტურაკო (TSN 553751). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.