ტუნისური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ტუნისური სამზარეულო}}
ეროვნული კერძი "კოსკსი"

ტუნისური სამზარეულო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების კულინარიული კულტურის ნაზავია. ტუნისს ძველად მრავალი ცივილიზაცია მართავდა: რომაელები,ბიზანტიელები, არაბები, ესპანელები, თურქები, ფრანგები.ამ მრავალფეროვნების შედეგად ტუნისური სამზარეულოსთვის დამახასიათებელია ცხარე საკვები. როგორც სხვა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის, ტუნისისთვისაც დამახასიათებელი ინგრედიენტებია: ზეითუნის ზეთი, ცხარე სანელებლები, პომიდორი, ზღვის პროდუქტები და ხორცი.[1]

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ჰარისას" სოუსი

ჩრდილოეთ-აფრიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტუნისური კერძები საკმაოდ ცხარეა. ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ცხარე საკაზმი, რომელსაც ისინი იყენებენ ჰარისაა. ჰარისას შემადგენლობაში შედის: ცხარე წიწაკა, ნიორი, სანელებლები, ზეითუნის ზეთი. ასევე არსებობს ვარდის ჰარისა, რომელიც ვარდის ფურცლებსაც შეიცავს.

კატეგორიების მიხედვით დაჯგუფებულ ინგრედიენტებს ასეთი სახე აქვს:[2]

არომატის გაძლიერების მიზნით გამოყენებული ინგრედიენტები: ჰარისა, ვარდის წყალი, ჟასმინის წყალი.

კვერცხი

ცხოველის ხორცი: ცხვრის ხორცი, ხბოს ხორცი, ქათმის ხორცი, აქლემის ხორცი.

ზღვის პროდუქტები: ტუნა, კალმარი (მოლუსკი), რვაფეხა, ქაფშია (ქამსა), გველთევზა, წყლის ლოკოკინა, კაპარჭინა და ა.შ.

ხილი: ლიმონი, ფორთოხალი, ზეთისხილი, ბროწეული, ლეღვი, გარგარი, კომში.

თხილეული: თხილი, ნუში, მიწის თხილი, წაბლი.

სანელებლები: ნიორი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, თეთრი წიწაკა, წითელი წიწაკა, შავი წიწაკა, კულიავის თესლი, კამა.

ბოსტნეული: ხახვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფურცელი, ბადრიჯანი, კიტრი, კარტოფილი, ბარდა, ჯონჯოლი.

თაფლი

ტუნისელები ასევე მიჰყვებიან მეღვინეობას. იქ არსებული ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული ლუდი კი ძალიან პოპულარულია და ახლა ერთ-ერთ ძალიან მსხვილ კომპანიას "Heineken"-ს ეკუთვნის. ებრაელი ტუნისელები ამზადებენ კონიაკს სახელად "ბოუხა", იგი მზადდება ლეღვისა და ბროწეულისგან.

ტუნისში აქვთ სანელებელი სახელად "ტებელი", მისი სახელი არაბულიდან მომდინარეობს. პაულა ვოლფერტის, ამერიკელი მწერლის მიხედვით, ეს სანელებელი მუსულმანებმა შეიტანეს ტუნისში. იგი დღემდე აქტიურად გამოიყენება ძროხის ან ცხვრის ხორცის მომზადებისას.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტუნისს მრავალი სათევზაო პორტი აქვს, ზღვის პროდუქტებს უდიდესი ადგილი უკავია მათ სამზარეულოში.

აქ შეხვდებით თევზის მომზადების მრავალ ხერხს. თევზი შეიძლება იყოს შემწვარი, გამომცხვარი, გრილზე შემწვარი, შენელებული კულიავით (სანელებელი).

გამორჩეული კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"კოსკსი" ტუნისის ნაციონალური კერძია. მისი მომზადების მრავალი ხერხი არსებობს. მას ორმაგ ქვაბში ამზადებენ. ამ ქვაბის სახელია "კისკა". ხორცი, ბოსტნეული და სანელებლები მზადდება ქვაბის დაბალ დონეზე. მის თავზე კი პასტა მზადდება, რომელსაც ქვემოდან არაჩვეულებრივი არომატი ეფრქვევა.

"პოისონ კომპლეტი" კი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ კერძს განეკუთვნება. ეს არის მთლიანი თევზი, რომელსაც შინაგანი ორგანოებიც ადგილზე აქვს. მას კოცონზე წვავენ. მასთან ერთად მიირთმევენ კარტოფილს და სოუს "ტასტირას". თევზს აუცილებლად მიირთმევენ ლიმონის წვენითა და ზღვის მარილით შეზავებულს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტუნისში ძალიან ბევრი სწრაფი კვების ობიექტია, მაცხოვრებლები მაინც საკუთარ ტრადიციულ სამზარეულოს არჩევენ.

ქალაქ სფექსი გამოირჩევა ტრადიციული კერძებით. მაგალითად: "მარკა", რომელიც არის თევზის წვნიანი ვერმიშელთან ერთად. "ჩარმოულა" კი არის შემწვარი ქიშმიშის, ხახვისა და სანელებლების ნარევი, რომელიც თევზთად ერთად უნდა მიირთვათ.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]