ტულუზური ბატი
იერსახე
ტულუზური ბატი — ბატის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში, ქ. ტულუზის შემოგარენში. აქვს ღია ნაცრისფერი გვერდები, მუქი ნაცრისფერი ზურგი, მუქი ცისფერი ყელი, ნაცრისფერი თავი. მამლის მასაა 9-10 კგ, დედლისა — 7-8 კგ, 3 თვის მოზარდეულისა — დაახლოებით 3,8 კგ, 5 თვისა — 4,4 კგ. ხორცი მაღალხარისხოვანია. მეკვერცხულობა 25-30 ცალი წელიწადში. კვერცხის მასაა 150-165 გ. გავრცელებულია საფრანგეთში. მოშენებულია რუსეთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 69.