ტულონის ბრძოლა (1744)
| ტულონის ბრძოლა | |||
|---|---|---|---|
| Combate de Tolón.jpg | |||
| თარიღი | 1744 წლის 22-დან 24 თებერვლამდე | ||
| მდებარეობა | დასავლეთ ხმელთაშუა ზღვა | ||
| შედეგი |
ტაქტიკური ფრე ესპანურ-ფრანგული ძალების სტრატეგიული გამარჯვება | ||
| მხარეები | |||
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| ძალები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
ტულონის ბრძოლა, ასევე ცნობილი როგორც სისიეს კონცხის ბრძოლა (ფრანგ. Bataille du cap Sicié) — მნიშვნელოვანი საზღვაო დაპირისპირება ავსტრიული მემკვიდრეობის ომის დროს, რომელიც მიმდინარეობდა 1744 წლის 22-დან 24 თებერვლამდე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ტულონის მახლობლად. ბრძოლაში საფრანგეთისა და ესპანეთის გაერთიანებული ფლოტები ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ფლოტს დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლას გადამწყვეტი ტაქტიკური გამარჯვება არ მოჰყოლია, ბრძოლა ესპანეთ-საფრანგეთის ძალების სტრატეგიული გამარჯვებით დასრულდა.
კონფლიქტს წინ უძღოდა თომას მეთიუსის დანიშვნა ხმელთაშუა ზღვაში ბრიტანეთის ფლოტის მეთაურად 1741 წელს. მისი მოადგილე იყო რიჩარდ ლესტოკი, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 1742 წლის ივნისში ბრიტანულმა ესკადრილიამ შეუტია ესპანურ გემებს სენ-ტროპეს ყურეში, აიძულა ისინი თავშესაფარი ეპოვათ ტულონში და შემდეგ პორტი დაბლოკა.
1744 წლის 21 თებერვალს ესპანეთ-საფრანგეთის ფლოტმა დატოვა ტულონი. 22 თებერვალს, მეთიუსმა, მტრის გიბრალტარზე გარღვევის შიშით, შეტევაზე გადავიდა. მისმა ფლაგმანურმა გემმა, „ნამურმა“, ერთდროულად გასცა ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალები - ერთი მტერთან დაახლოების, მეორე კი საბრძოლო ხაზის შესაქმნელად, რამაც რიტანულ ფლოტში არეულობა და ბრძოლის წყობის დარღვევა გამოიწვია. შედეგად, ცალკეული ბრიტანული გემები, მათ შორის „ნამური“ და „მარლბორო“, ესპანურ არიერგარდს დაუპირისპირდნენ საკმარისი მხარდაჭერის გარეშე და სერიოზული ზიანი მიაყენეს. ბრიტანული საბრძოლო წყობა დაირღვა, ხოლო ესპანელებმა შეძლეს ადრე დაკავებული გემის „პოდერის“ დაბრუნება.
დევნა გაგრძელდა 23 და 24 თებერვალს. ფრანგულმა სარდლობამ გადაწყვიტა დაზიანებული „პოდერის“ ჩაძირვა, რათა არ შეენელებინა ესკადრილიის სვლა. საბოლოოდ, ბრიტანულმა ფლოტმა დევნა შეწყვიტა და მაჰონის ბაზაზე დაბრუნდა.
ბრძოლამ გადამწყვეტი ტაქტიკური შედეგი არ გამოიღო, თუმცა მნიშვნელოვანი სტრატეგიული შედეგები მოჰყვა. ესპანეთისა და საფრანგეთის ძალებმა დაამყარეს კონტროლი დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე, შედეგად, იტალიის მიმართულებით დამატებითი სამხედრო ძალების გადაყვანა შესაძლებელი გახდა. აღნიშნულმა მოვლენებმა გავლენა იქონია ავსტრიული მემკვიდრეობის ომის შემდგომ განვითარებაზე.