შინაარსზე გადასვლა

ტუკუმანის კონგრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუკუმანის კონგრესი (ესპ. Congreso de Tucumán) — სამხრეთ ამერიკის გაერთიანებული პროვინციების საკანონმდებლო დამფუძნებელი ასამბლეა (ამჟამად ჩრდილოეთ არგენტინა, ურუგვაი და ბოლივიის ნაწილი), რომელიც ჯერ ქალაქ ტუკუმანში, შემდეგ კი ბუენოს-აირესში 1816 წლიდან 1820 წლამდე მოქმედებდა. ტუკუმანის კონგრესმა არგენტინის დამოუკიდებლობა 1816 წლის 9 ივლისს გამოაცხადა და არგენტინის 1819 წლის კონსტიტუცია მიიღო.

კონგრესი პირველი ხუნტას ბრძანების შესაბამისად წარმოიშვა, რომელმაც დაამხო ლა პლატას ვიცე-მეფის ძალაუფლება 1810 წელს, 1815 წლის 15 აპრილს, რომლის მიხედვითაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა უნდა გახსნილიყო 1816 წლის 24 მარტს. ყოფილი ვიცე-სამეფოს ყველა პროვინციიდან დელეგატების მონაწილეობით 15000 მოსახლეზე ერთი წარმომადგენლის გაანგარიშებით. კონგრესის პირველი შეხვედრა ქალაქ ტუკუმანში გაიმართა, ფრანსისკო ბასან დე ლაგუნას სახლში.

ყრილობის პირველი თვეები უკიდურესად დაძაბული იყო, მისი თავმჯდომარეები გამუდმებით იცვლებოდნენ და რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. საბოლოოდ, 9 ივლისს, ფრანსისკო ნარცისო დე ლაპრიდას მიერ კონგრესის თავმჯდომარეობის დროს, არგენტინის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს. 1817 წელს კონგრესი ბუენოს აირესში გადავიდა, სადაც 1820 წლის 11 თებერვლამდე გაგრძელდა. 1817 წლის დასაწყისში კონგრესმა გადაწყვიტა ურუგვაი არგენტინის ნაწილად განეხილა, რამაც მონტევიდეოს ოკუპაცია მოხდა. 1819 წლის 22 აპრილს კონგრესის მიერ მიღებული არგენტინის კონსტიტუციის ტექსტი ოფიციალურად გამოქვეყნდა.

კონგრესმა არსებობა შეწყვიტა ფედერალისტებსა და უნიტარებს შორის სეპედას ბრძოლის შემდეგ, რომელმაც სამოქალაქო ომი გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]