ტუიუჰუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Asia in AD 565, showing Tuyuhun and its neighbors.
აზია 565 წელს, ტუიუჰუნი და მისი მეზობლები
როურანის ხაკანატი, ტუიუჰუნი, იუებანი და ჩრდილოეთ ვეი
იმპერატორ ტაი ცუნის კამპანია და ტუიუჰუნი 634 წ.

ტუიუჰუნი , (ჩინ., ტრად. 吐谷渾, პინ.: Tǔyùhùn, პალ.: Туюйхунь; ტიბ. 'A-zha) — სიანბური სახელმწიფო (285—663). III საუკუნის შუა ხანებში მუიუნ ხოიას ძმა (იანის ადრეული დინასტია), მუიუნ ტუიუხუნი (慕容吐谷渾) 700 ოჯახით გადასახლდა სამხრეთ მანჯურიიდან დასავლეთით ტბა კუკუნორის რაიონში.

დიდი ხნის განმავლობაში ტუიუჰუნი იყო ჩრდილოეთ ვეის ვასალი და მხოლოდ მისი დაცემის შემდეგ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 431 წელს ტუიუჰუნმა გაანადგურა ხუნუს სახელმწიფო სია. მმართველი ჰელიან დინი ტყვედ ჩავარდა. ის გადასცეს ჩინელებს და ჩამოხრჩობილ იქნა.

540 წელს მმართველმა ჰუალიუმ თავი ხანად (ან ხაკანად (ჩინ. 可汗) გამოაცხადა. 634 წელს სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ტანის სახელმწიფოსგან და დაიწყო დამოუკიდებლად ხანების დანიშვნა. ტუიუჰუნის სახელმწიფო გაანადგურეს ტიბეტელებმა 663 წელს, ნოჰებო ხანი ახლობლებითურთ გადასახლდა ჩინეთის ტერიტორიაზე და მისი შთამომავლები დაახლოებით 100 წელი კიდევ ატარებდნენ ხანის ტიტულს.

მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუიუნ ტუიუჰუნი (慕容吐谷渾) — 284—317
  • მუიუნ ტუიანი (慕容吐延) — 317—329
  • მუიუნ ციანი (慕容葉延) — 329—351
  • მუიუნ სუისი (慕容碎奚) — 351—371
  • მუიუნ შილიანი (慕容視連)- 371—390
  • მუიუნ შიპი (慕容視羆) — 390—400
  • მუიუნ უღეტი (慕容烏紇褆) −400-405
  • მუიუნ შულოგანი (慕容樹洛干)- 405—417
  • მუიუნ აჩაი (慕容阿柴) — 417—424
  • მუიუნ მუღუი (慕容慕璝) — 424—436
  • მუიუნ მულიანი (慕容慕利延) 436—452
  • მუიუნ შეინი (慕容拾寅) — 452—481
  • მუიუნ დულჰოუ (慕容度易侯) — 481—490
  • მუიუნ ფულიანჩოუ (慕容伏連籌)- 490—540
  • მუიუნ კუალიუ (慕容夸呂) — 540—591
  • მუიუნ შიფუ (慕容世伏) — 591—597
  • მუიუნ ფუიუნი (慕容伏允) — 597—635
  • მუიუნ შუნი (慕容順)- 635
  • მუიუნ ნოჰებო (慕容諾曷鉢) — 635—672

სახელმწიფოს წარმოშობა და სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომთაბარე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ტუიუჰუნი (ტუიუხუნი, ტუღუხუნი, ტოღონი) შეიქმნა სიანბი მომთაბარე-მესაქონლეებისაგან, რომლებიც IV ს. დასაწყისში გამოვიდნენ სამხრეთ მანჯურიიდან. ჩინურ წყაროებში დაფიქსირებული ლეგენდის მიხედვით, ორი მესაქონლე-მომთაბარე ბელადი ძმის ცხენები წაიჩხუბნენ. წარმოიშვა დავა მათ შორის და ერთ-ერთი ძმა, უფროსი ტუღუხუნი (მხევლის უკანონო შვილი) თავისი ხალხით გადასახლდა დასავლეთში. ბოლოსდაბოლოს, დიდი ხეტიალის შემდეგ, სიანბელები დასახლდნენ კუკუნორის რაიონში და დაექვემდებარნენ ადგილობრივ მოსახელობას, ციანების ტომს.

ტუღუხუნის შვილიშვილის ეიანი მმართველობის დროს (330-353) - внука Тугухуня, წინაპრის, ეთნარქის ტუღუხუნის სახელი გახდა მთელი ტომობრივი გაერთიანების აღმნიშვნელი სახელი. მაგრამ, შესაძლოა, ეს სახელი აღნიშნავდეს ძველ მონღოლურ ტოგოტნ ხუნს (ტოგონის ხალხს). ტოგონის სხვა სახელწოდება იყო ხენან-გო, სახელმწიფო მდინარე ხუანხეს სამხრეთით.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუიუჰუნის ეკონომიკა დამყარებული იყო მომთაბარე მესაქონლეობაზე. მათი სიმდიდრე იყო ცხენები, მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, აქლემები. მიწათმოქმედებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ცივ ჩრდილოეთში მოჰყავდათ მხოლოდ თალგამი და ქერი, ხოლო სამხრეთში ბარდა და ლობიო. მაღალმთიან სტეპებში აწყობდნენ ორგანიზებულ ნადირობას. ხოლო შემგროვებლობაზე არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ, სავარაუდოდ, ველურად მზარდი ნაყოფი (თუნდაც იშვიათი კუკუნორის რაიონში) წარმოადგენდა დამატებით საკვებს და კიდეც ეხმარებოდათ გაეტანათ შიმშილის წლები. ისინი მოიპოვებდნენ რკინას, ოქროს, მადანს, სავარაუდოდ, თავად ამზადებდნენ საჭირო საგნებს - იურტის დეტალებს, იარაღს, ჩასაცმელს და სხვა. დანარჩენ აუცილებელ მასალას, სავარაუდოდ, იღებდნენ საზღვარგარეთიდან ვაჭრობის წყალობით, აგრეთვე, საჩუქრად შორეული მმართველებისაგან, ან კიდევ იშვიათი სამხედრო ექსპედიციებით. ეს ხალხი იყვნენ ცნობილი ვაჭრები. არსებობდა მრავალი მდიდარი სავაჭრო საგვარეულო. ვაჭრები კუკუნორიდან დადიოდნენ მრავალ მეზობელ სახელმწიფოში და პირველ ყოვლისა ჩინეთში.

სოციალური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუიუჰუნი წარმოადგენდა მესაქონლეთა ადრესახელმწიფოებრივ წარმონაქმნს (რთულ საბელადოს). მას ჰყავდა „მმართველი დინასტია“, წარჩინებულები და მხედართმთავრები. ჰქონდა რეგულარული გადასახადები. მათი ყველა ბელადი ერთი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. გაერთიანების ძირითადი ფაქტორი არ იყო ეკონომიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური ხაისათის.

მოსახელობის ძირითად მასას ქმნიდნენ სრულუფლებიანი მესაქონლეები, რომლებიც თავის მხრივ, ქმნიდნენ მესაქონლეთა მცირე საზოგადოებებს. ისინი დამოუკიდებელნი იყვნენ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ელიტას ქმნიდნენ, პირველ რიგში, წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლები და საგვარეულოთა მმართველები. მონები ცოტა ჰყავდათ. განსაზღვრულ ადგილს იკავებდნენ, აგრეთვე, ტუიუჰუნებზე დამოკიდებული ციანების ტომები.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუიუჰუნთა საცხოვრებელი სახლები წარმოადგენდა იურტას ან კიბიტკას. ჰქონდათ ქალაქებიც, მაგრამ მხოლოდ იურტების და ტყავისაგან. ჰქონდათ უწინ ციანებისათვის წართმეული გამაგრებული ციხეებიც. ჩასაცმელთაგან ცნობილია შარვლები, შლაპები, ხალათები. შეინიშნება ჩინური მოდის გავლენა. ტუიუჰუნები იცნობდნენ დამწერლობას, სავარაუდოდ, ჩინურს. გარდაცვლილებს მიწაში მარხავდნენ ჩასასვენებლით. გავრცელებული იყო სულების რწმენა (მათ შორის მიწის სულის), რომლებსაც სწირავდნენ მსხვერპლს. ზოგიერთი ტუიუჰი ცნობდა ბუდიზმს, მაგრამ საეჭვოა, სახელმწიფოს არსებობის მანძილზე მას მყარად გაედგა აქ ფესვები. სამხედრო სფეროში მათი რაზმები წარმოადგენდა ძირითადად მსუბუქად შეიარარებულ ცხენოსნებს. თუმცა, ჰყავდათ მძიმედ შეიარაღებული მხედრობაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]