ტუვური ყელისმიერი სიმღერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუველების ანსამბლი

ტუვური ყელისმიერი სიმღერა — ობერტონული სასიმღერო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ტუველი ხალხის ძველ ანიმისტურ წეს-ჩვეულებთან და ბუნების ხმების მიბაძვასთან. არსებობს ტუვური ყელისმიერი სასიმღერო სტილის რამდენიმე სახეობა[1]:

  • ხოომეი
  • სიგიტი
  • კარგირაა
  • ბორბანადირი
  • ეზენგილეერი

ტუვურ ტრადიციულ სასიმღერო ტექნიკას მრავალი ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივი იყენებს, მათ შორის ანსამბლები ალაში[2], ჰუნ-ჰუურ-ტუ და პოპულარული როკ-ჯგუფი იატ-ხა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]