ტუბიანსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუბიანსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ტუბიანსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტუბიანსკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1882
Images.png გარე სურათები
Image-silk.png ტუბიანსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია


ტუბიანსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია ვერხნედონის რაიონის ხუტორ ტუბიანსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 1882 წელს.

ეკლსიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ვერხნედონის რაიონი, ხუტორი ტუბიანსკი, ტუბიანსკის ქუჩა № 20.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1843 წელს დონის მთავარეპისკოპოსმა გამოარკვია, რომ დიდი ხნის განმავლობაში დასახლებაში იყო პატარა ეკლესია, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ ხალხმრავალ ხუტორში აეშენებინა მართლმადიდებლური ეკლესია. XIX საუკუნის შუა წლებში ხუტორებში და სტანიცებში ეკლესიები შენებოდა კაზაკებისა და მათი თანხებით. 1882 წელს ხუტორ ტუბიანსკში ააგეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია. ეკლესია იყო აგურისგან ნაგები, ერთსაკურთხევლიანი, ასევე ხის სამრეკლოთი. მისი მშენებლობა დაჯდა 10 000 რუბლი.

ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს მდებარე ტაძრის ნიშში მდებარეობდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატი, ზეთის საღებავებით შესრულებული. ეკლესია ფუნქციონირებდა 1936-1937 წლამდე. კოლექტივიზაციისა და კულტურული რევოლუციის პერიოდში 1937 წელ ეკლესიის ზარი მოხსნეს და გააგზავნეს მეტალურგიულ ქარხანაში გადასადნობად. თავად ეკლესია არ დაუნგრევიათ 1940 წლამდე. 1940 წლის შემოდგომით ეკლესია დაინგრა. მისგან დარჩა მხოლოდ კედლები გადახურვის გარეშე.

დაახლოებით XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ეკლესიის კედლების გამოყენებით ხუტორში ააგეს სასადილო და მაღაზია. შენობა ფუნქციონირებდა, როგორც მაღაზია 1992 წლამდე.

1992 წელს ტუბიანსკში დაიწყო წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის აღდგენა. ამჟამად ეკლესია მოქმედებს და ერთადერთია კაზანსკის რაიონისა და მიმდებარე ხუტორებისათვის.

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ვლადიმირ ლავლინსკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]