ტრუპიალისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტრუპიალისებრნი
Altamira Oriole icterus gularis, Bentsen State Park TX.jpg
შავყელა ტრუპიალი (Icterus gularis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Icteridae (Vigors, 1825)

ტრუპიალისებრნი[1] (ლათ. Icteridae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 16,5–53 სმ. ნისკარტი კონუსისებურია, ზოგიერთისათვის წვრილია, დანარჩენებისათვის — მასიური, ზოგჯერ საფუძველთან გაბერილი. კუდი საფეხუროვანია. შეფერილი არიან შავად, იშვიათად მურად, ზოგჯერ წითელ ან ყვითელ ტონებთან ერთად. აერთიანებს დაახლოებით 100-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; ბინადრობენ უდაბნოებში, პრერიებში, ჭაობებსა და ტყეებში. წარმოადგენენ ტოროლების, შოშიების, მოლაღურებისა და ძველი მსოფლიოს სხვა ფრინველების ბიოლოგიურ შემცვლელებს. მრავალი ტრუპიალი პოლიგამია, ცხოვრობს კოლონიებად. ბუდე მცირე ზომის ღია ნაგებობიდან მასიურ (1,8 მეტრის სიგრძის) „კალათამდეა“, რომელიც ხეზეა განთავსებული. დედალი დებს 2–3-დან 5–6-მდე კვერცს; კრუხობს მხოლოდ დედალი. ზოგიერთი ტრუპიალი პარაზიტია, კვერცხს სხვა ფრინველების ბუდეში დებს. იკვებებიან მწერებით, თესლებით, ყვავილების ნექტრითა და ხილის წვენით. რამდენიმე მათგანი (მაგალითად, ქოჩორა ტრუპიალი) ზიანს აყენებს ხეხილის ხეებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Icteridae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.