ტრჟეშტი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ტრჟეშტი ჩეხ. Třešť | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | ვისოჩინის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Buková[1] , Čenkov[1] , Salavice[1] და Q56414093? | ||||
| კოორდინატები | 49°17′25″ ჩ. გ. 15°28′57″ ა. გ. / 49.29028° ჩ. გ. 15.48250° ა. გ. | ||||
| მმართველი | Vladislav Hynk[2] | ||||
| პირველი ხსენება | 1349 | ||||
| ფართობი | 46,99 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 545 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 5 790 (1 იანვარი, 2025)[3] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 589 01[4] | ||||
| საავტომობილო კოდი | J | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.trest.cz/ | ||||
ტრჟეშტი (ჩეხ. Třešť) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი იჰლავის რაიონში მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.
ამ ქალაქის მოსახლეობა ისტორიულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბეთლემებს — ხის და ქაღალდის ფიგურების კომპოზიციებს, რომლებიც გამოსახავენ შობის სცენებს და ზომებით განსხვავდება ერთმანეთისგან. საშობაო ბეთლემების მოწყობის ტრადიცია ქალაქში უკვე 200 წელზე მეტი ხანია არსებობს.[5]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრჟეშტი 4 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება:[6]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრჟეშტი იჰლავადან სამხრეთ-დასავლეთით. დაახლოებით 14 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი კრჟიჟანოვის მთიანეთშია გაშენებული. მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილია შპიჩაკის ბორცვი, მისი სიმაღლე 734 მეტრია ზღვის დონიდან. შპიჩაკის ბორცვი და მისი შემოგარენი დიდი-შპიჩაკის დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული და მისი ფართობი 75,7 ჰექტარია. ქალაქში მიედინება პატარა მდინარე ტრჟეშტსკი-პოტოკი. მუნიციპალური ტერიტორია მდიდარია სათევზაო ტბორებით.
ქალაქს ახასიათებს ზომიერი ოკეანური კლიმატი, რომელიც გამოირჩევა თბილი, ნოტიო ზაფხულითა და ცივი თოვლიან ზამთრით. ზაფხულის პერიოდში ტემპერატურა ხშირად აღწევს 23°C-მდე, იანვარში კი საშუალო დღიური ტემპერატურა მერყეობს ნულთან ახლოს, ღამით კი ხშირად –4–5 გრადუსამდე ეცემა. მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა ჩვეულებრივ მერყეობს –4°C გრადუსიდან 23°C-მდე. წლიური ნალექების ჯამი დაახლოებით 482 მილიმეტრს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა 7,5°C-ია.[7]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტრჟეშტი ისტორიულ წყაროებში პირველად 1349 წელს არის მოხსენიებული. ამ წყწაროში ნახსენებია ქალაქის წმინდა მარტინის ეკლესია. ის თავდაპირველად პატარა სამრევლო სოფელი იყო ორი სავაჭრო გზის გზაჯვარედინზე. მისი დაარსების დღიდან ტრჟეშტში ცხოვრობს ებრაული თემი.[8]
ტრჟეშტი თავდაპირველად ცნობილი იყო ხელოსნობით, ხოლო XIX საუკუნეში ქალაქში მრეწველობა განვითარდა. დაარსდა ავეჯისა და ასანთის საწარმოები, აყვავდა ტექსტილისა და საინჟინრო ინდუსტრია. სამრეწველო ბუმი ებრაელი მეწარმეების დამსახურება იყო. ებრაული თემი XX საუკუნის პირველ ნახევარში შემცირდა და ჰოლოკოსტის შედეგად საერთოდ გაქრა.[8]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1931 წლიდან ქალაქში ფუნქციონირებს ტექსტილის კომპანია „ვივოი“.[9] რომის პაპის შვეიცარიული გვარდიის უნიფორმებს ეს კომპანია ამზადებს.[10]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა მარტინის ეკლესია XIII საუკუნეში დაარსდა და ქალაქის უძველესი ძეგლია. მისი ამჟამინდელი იერსახე ბაროკოს სტილის რეკონსტრუქციების შედეგია.[11]
წმინდა ეკატერინე სიენელის ეკლესია XVI საუკუნეში დაარსდა, როგორც ლუთერანული ეკლესია. ხანძრის შედეგად დაზიანების გამო იგი 1842 წელს განახლდა.[11]
ტრჟეშტის ციხესიმაგრე 1513 წლის ციხესიმაგრის რეკონსტრუქციის შედეგად აღადგინეს. მის გარშემო 15 ჰექტარ ფართობზე გაშენებულია დიდი ინგლისური სტილის პარკი. დღესდღეობით ციხესიმაგრე სასტუმროს ფუნქციას ასრულებს.[11]
ებრაული თემის კვალია 1824 წელს აგებული ყოფილი სინაგოგის ამპირის სტილის შენობა, ქალაქში არის XVIII საუკუნის დასაწყისში დაარსებული ებრაული სასაფლაო და ებრაელ მსხვერპლთა ძეგლი.[11]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოზეფ ირჟი შვეცი (1883–1918) — სამხედრო პირი
- იოზეფ შუმპეტერი (1883–1950) — პოლიტიკოსი, ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი.
- იაროსლავ როშიცკი (1884–1942) — სამხედრო პირი
- ოტო შიმანეკი (1925–1992) — მსახიობი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრეშტი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[12]
ტრჟეშტს ასევე მეგობრული ურთიერთობები აქვს ავსტრიის ქალაქ რააბს-ან-დერ-თაიასთან.[12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ https://www.trest.cz/2010%2Dzapisy%2Dzm/ds-1017/archiv=0&p1=14285
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ „Nativity Scene Museum in Třešť“, VisitCzechia, ხელმისაწვდომია: https://www.visitczechia.com/en/czech-republic/trest-climate?utm_source
- ↑ Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
- ↑ „Třešť Climate“, Weather‑Atlas.com, ხელმისაწვდომია: https://www.weather-atlas.com/en/czech-republic/trest-climate[მკვდარი ბმული]
- 1 2 O městě cs. Město Třešť. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-01. ციტირების თარიღი: 2021-10-25
- ↑ ჩვენს შესახებ. VÝVOJ, oděvní družstvo v Třešt. ციტირების თარიღი: 2021-10-25
- ↑ sko-schweizergarde.A200324_113021_kolem-sveta_hig მსოფლიოში ყველაზე პატარა არმია. შეხედეთ პაპის შვეიცარიის აბჯარს მცველი cs. iDNES (2020-03-25). ციტირების თარიღი: 2021-10-25[მკვდარი ბმული]
- 1 2 3 4 Historické památky cs. Město Třešť. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-25. ციტირების თარიღი: 2021-10-25
- 1 2 Partnerské město cs. Město Třešť. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-09. ციტირების თარიღი: 2021-10-25