შინაარსზე გადასვლა

ტრჟებიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტრჟებიჩი
ჩეხ. Třebíč
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა Borovina[1] , Budíkovice[1] , Horka-Domky[1] , Jejkov[1] , Nové Dvory[1] , Nové Město[1] , Pocoucov[1] , Podklášteří[1] , Ptáčov[1] , Račerovice[1] , Řípov[1] , Slavice[1] , Sokolí[1] , Stařečka[1] , Týn[1] , Vnitřní Město[1] და Zámostí[1]
კოორდინატები 49°12′52″ ჩ. გ. 15°52′56″ ა. გ. / 49.21444° ჩ. გ. 15.88222° ა. გ. / 49.21444; 15.88222
მმართველი Pavel Pacal
დაარსდა 1101
პირველი ხსენება 1277
ფართობი 57,59 კმ²
ცენტრის სიმაღლე 405±50 მეტრი, 392 მეტრი, 503 მეტრი
ოფიციალური ენა ჩეხური ენა
მოსახლეობა 34 530 (1 იანვარი, 2025)[2]
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის დრო, UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 568
საფოსტო ინდექსი 674 01[3]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი https://www.trebic.cz/
ტრჟებიჩი — ჩეხეთი
ტრჟებიჩი

ტრჟებიჩი (ჩეხ. Třebíč) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი ტრჟებიჩის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.

ქალაქის ისტორია ბენედიქტელთა მონასტრის დაარსებით იწყება, რომლის ადგილზე დღეს ციხე-სიმაგრეა განთავსებული. განვითარების პიკში ტრჟებიჩი მორავიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად მიიჩნეოდა და მნიშვნელობით მესამე ადგილს იკავებდა. ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის აქტიური ზრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

ქალაქში არაერთი ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ებრაული კვარტალი და წმინდა პროკოპის ბაზილიკა ერთობლივად არის შეტანილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით ამ ტერიტორიაზე ადრე არსებობდა ტყე სახელწოდებით „ტრჟებეჩსკი-ლესი“, რომლისგანაც ქალაქმა მისი სახელწოდება მიიღო. აღნიშნული ტყის სახელი მოხსენიებულია წყაროში Chronica Boemorum და მისი წარმოშობა ან პირად სახელს — ტრჟებეკს უკავშირდება, ან ძველჩეხურ სიტყვას třeby, რომელიც წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვის ადგილს აღნიშნავდა ჩეხურ ენაში.

მეორე ვერსიის თანახმად, ქალაქის სახელწოდება „ტრჟებიჩი“ მომდინარეობს ძველჩეხური ზმნიდან třebiti, რაც მცენარეული საფარის დაწვის შემდეგ მიწის გასუფთავების პროცესს ნიშნავს — პრაქტიკას, რომელიც შუა საუკუნეებში ახალი დასახლებების დაარსებისას ფართოდ გამოიყენებოდა.[4]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრჟებიჩი 17 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება:[5]

ტრჟებიჩი ქალაქ იჰლავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 29 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ბრნოდან 52 კილომეტრითაა დაცილებული. ქალაქის ტერიტორია იევიშოვიცეს ზეგანზეა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 579 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. გეოლოგიურად ქალაქი ტრჟებიჩის მასივზე მდებარეობს, რომელიც დაახლოებით 340 მილიონი წლისაა და ძირითადად გრანიტისგან, კვარცისგან და სიენიტისგან შედგება.

ტრჟებიჩში მიედინება მდინარე იჰლავა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია წყლის ობიექტებით, მათ შორის გამორჩეულია რამდენიმე ტბორი და ლუბის წყალსაცავი. ამ წყალსაცავის ფართობი 4,45 ჰექტარია და 1960–1962 წლებში მეთევზეთა კავშირის მუშებმა ააგეს, მისი დანიშნულება ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება უნდა ყოფილიყო.

წმინდა პროკოპის ბაზილიკა
ბაზილიკის ინტერიერი
ებრაული უბნის შესასვლელი

ტრჟებიჩი წერილობით წყაროებში პირველად 1101 წელს არის ნახსენები. ამ წელს აქ ბენედიქტელთა მონასტერი დაარსდა. 1277 წელს ტრჟებიჩი პირველად მოიხსენიება ქალაქად, ხოლო 1335 წელს მან სამეფო ქალაქის უფლებები მიიღო. ამ უკანასკნელის მიხედვით ტრჟებიჩს ქალაქის გალავნის აშენების უფლება ჰქონდა და მონასტრის უპირობო დაქვემდებარებაში აღარ იყო. ტრჟებიჩის ებრაული მოსახლეობა ისტორიულ წყაროებში პირველად 1338 წელს არის მოხსენიებული.[6]

ჰუსიტური ომების დროს ტრჟებიჩი ჰუსიტებმა დაიპყრეს და მათ სამხედრო ბაზად აქციეს. ომების შემდეგ ქალაქი კვლავ მონასტრის მფლობელობაში დაბრუნდა. 1468 წელს ქალაქი მონასტერთან ერთად მატიაშ ჰუნიადმა დაიპყრო და გაანადგურა. ბოჰემია-უნგრეთის ომის (1468–1478) შემდეგ ქალაქი ზდენეკ შტერნბერკელმა შეიძინა. 1490-დან 1556 წლებში პერნშტეინელების ოჯახის მმართველობის დროს ქალაქი აღდგა და ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდა.[6]

ოცდაათწლიან ომს ტრჟებიჩი მნიშვნელოვნად არ დაუზარალებია. ომის შემდეგ ქალაქის მოსახლეობამ კვლავ კათოლიციზმი მიიღო. XVII-XVIII საუკუნეებში აქაურობა ძირითადად ვალდშტეინების ოჯახს ეკუთვნოდა. 1786 წელს ქალაქის მოსახლეობის გერმანიზაცია დაიწყო. 1821 და 1822 წლებში მომხდარმა დიდმა ხანძრებმა ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა.[6]

XIX საუკუნის ბოლოს ტრჟებიჩში მრეწველობა განვითარდა. დაიწყო ტყავის და ფეხსაცმლის წარმოება. ინდუსტრიის განვითარება დააჩქარა 1886 წელს ქალაქში რკინიგზის გაყვანამ. 1930-იან წლებში აქ არსებული ფეხსაცმლის ქარხანა Bata-მ შეიძინა და ბოროვინაში მუშათა დასახლება აშენდა.[6][7]

1970-იან და 1980-იან წლებში რამდენიმე ისტორიული შენობა დაანგრიეს და ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა, რამაც მოსახლეობის ზრდას ხელი შეუწყო.[6]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლიდან ქალაქის ებრაული კვარტალი და წმინდა პროკოპის ბაზილიკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, რადგან ისინი საუკუნეების განმავლობაში კულტურული ურთიერთობისა და ამ ტერიტორიაზე არსებული შესანიშნავი არქიტექტურის მტკიცებულებაა.[8]

ბაზილიკა რამდენიმე გვიანდელ გოტიკურ მახასიათებელს, მათ შორის ათნაწილიანი (ასევე ცნობილი როგორც „ბოტანიკური“) ვარდის ფანჯრის იშვიათ ნიმუშს მოიცავს. ბოტანიკური ვარდის ფანჯრები განსხვავდება უფრო რთული გოთური ფანჯრებისგან, რომლებიც როგორც წესი მეტ სეგმენტს მოიცავს.

ბაზილიკა XII საუკუნის დასაწყისში ბენედიქტელთა მონასტერად აშენდა. ის იმდენად კარგად იყო მოწყობილი, რომ მის გარშემო სავაჭრო უბანი და მოგვიანებით ქალაქი ტრჟებიჩი გაშენდა. მონასტერი მეფე ვაცლავ I-ის (1230–1253) მეფობის დროს და შემდეგ XV საუკუნის ბოლოს აღადგინეს. XVI საუკუნის პირველ ნახევარში ტრჟებიჩის მონასტრის რამდენიმე შენობა ციხესიმაგრედ გადაკეთდა და მოგვიანებით ბაროკოს სტილში განახლდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ჩეხმა არქიტექტორმა ფრანტიშეკ მაქსიმილიან კანკამ ბაზილიკის შენობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა, გაფართოვდა ფანჯრები, დაემატა საყრდენები, აღადგინეს სამხრეთ-დასავლეთის კოშკი და გოტიკურ-ბაროკოს სტილში აშენდა ახალი დასავლეთის ფასადი ორი კოშკით.[9]

ტრჟებიჩის ისტორიული ცენტრს, რომელიც მდინარე იჰლავის ორივე მხარესაა გაშენებული, 1990 წელს ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[10]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  3. Register of territorial identification, addresses and real estates
  4. Hora, Josef. (2020-09-19) Biblická hora i klády přes močály daly jména "druhým" městům cs. Metro. ციტირების თარიღი: 2025-03-19
  5. Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Třebíč – Historie cs. České dědictví UNESCO. ციტირების თარიღი: 2021-11-05
  7. Historie města Třebíč v datech cs. Město Třebíč. ციტირების თარიღი: 2021-11-05
  8. Jewish Quarter and St Procopius' Basilica in Třebíč. United Nations Educational, Scientific, and Cultural Organization. ციტირების თარიღი: 2021-04-02
  9. Sváček, Libor (2015). UNESCO, გვ. 100–107. ISBN 978-80-7339-067-9. 
  10. Třebíč cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2021-05-24
  11. Partnerská města cs. Město Třebíč. ციტირების თარიღი: 2025-11-17