ტროპიკული სარტყლების ნახევარუდაბნოს ზონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტროპიკული სარტყლების ნახევარუდაბნოს ზონები, გაუდაბნოებული სავანებიტროპიკების ბუნებრივი ზონები, სადაც გაბატონებულია ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი. ვრცელდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ უდაბნოების სამხრეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ასეთივე უდაბნოების ჩრდილოეთ პერიფერიის გასწვრივ, შიგაკონტინენტურ და დასავეთ ოკეანისპირა სექტორებში, აგრეთვე უდაბნო ღრმულების განაპირა უფრო ნოტიო ნაწილში.

გავრცელებულია აფრიკაშისაჰარის სამხრეთით, აგრეთვე ნამიბის უდაბნოს დანესტიანებულ უბნებზე და კალაჰარის უდაბნოს ჩრდილო-აღმოსავლეთით; აზიაშიარაბეთის ნახევარკუნძულზე, ინდოეთსა და პაკისტანში (თარის ვაკის გარე ფართო ზოლი); სამხრეთ ამერიკაშიატაკამის უდაბნოს ჩრდილოეთ და ბრაზილიის ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში (სადაც „კაატინგას“ უწოდებენ); გვხვდება აგრეთვე ავსტრალიის ცენტრალური დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში.

გარდა ამისა, წარმოქმნის სიმაღლებრივ სარტყელს მთის ქვედა ნაწილებში (ეთიოპიისა და მექსიკის მთიანეთში). ჰავა ცხელია და მშრალი. ზაფხულის თვეების საშუალო ტემპერატურებია 30°C-მდე, მაქსიმალური 50°C-მდე, ზამთრობით 12—20°C-მდე კლებულობს. ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 670—837 კჯ/სმ² (160—200 კკალ/სმ²) სითბოს. ნალექები 200—250 მმ წელიწადში, მთებში — 400—500 მმ-მდე. ზედაპირული ჩამონადენი უმნიშვნელოა; მუდმივი მდინარეები ცოტაა. ტროპიკული სარტყლების ნახევარუდაბნოს ზონებში ჭარბობს წითელ-მურა ნიადაგი. მცენარეულობა უმთავრესად ქსეროფილური კორდიანი მარცვლოვანები და ბუჩქნარია, ზოგან გამეჩხერებული ჯუჯა ხეებია. ცხოველები უდაბნოსი და სავანისაა. განვითარებულია მომთაბარე მესაქონლეობა, სარწყავი მიწათმოქმედება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]