ტროიანის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Troyan-monastery-imagesfrombulgaria.JPG

ტროიანის მონასტერიბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე უდიდესი სტავროპიგიალური მამათა მონასტერი. მდებარეობს ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში სტარა-პლანინას მთისწინეთში, ქალაქ ტროიანიდან 10 კმ-ის დაშორებით.

მონასტერი დააარსა იღუმენმა კალისტრატემ XVII საუკუნის დასაწყისში. გადმოცემის თანახმად ათონელმა ბერებმა მონასტერში დააბრძანეს სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი, რომლის ორიგინალიც ამჟამად ქილანდარის მონასტერშია. აღნიშნული ხატი ტროიანის მონასტრის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ტროიანის მონატერი შედის ბულგარეთის ასი ეროვნული ტურსტული ობიექტის სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: