ტროიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტროიან ჰორსი (ინგლ. Trojan horse — „ტროას ცხენი“) — მალვეარი, რომელსაც აქვს უნარი შეასრულოს სასურველი ფუნქცია და გაამარტივოს მომხმარებლის კომპიუტერულ მონაცემებზე წვდომა. მისი მიზანი არაა სხვა ფაილებში შეღწევა ვირუსის მსგავსად. ტროიან ჰორსებს შეუძლიათ მოიპარონ ინფორმაცია ან ავნონ კომპიუტერულ სისტემას. ტროიანებმა შეიძლება გამოიყენონ დრაივ დაუნლოადები ან დააინსტალირონ თავი ონლაინ თამაშების ან ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით იმისათვის, რომ მიაღწიონ სასურველ კომპიუტერამდე.

ტროიანის სახეები:

  • Trojan-Spy — ტროიან შპიონი, მომხმარებლის კომპიუტერში მალულად აინსტალირებს პროგრამებს ისეთებს, როგორიცაა მაგალითად keyloggers, რის საშუალებითაც მესამე პირს შეუძლია მომხმარებლის მიერ კლავიატურაზე აკრეფილი ინფორმაცია წაიკითხოს;
  • Trojan-PSW — იპარავს პაროლებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. მას აგრეთვე შეუძლია სხვა საზიანო პროგრამების დაყენებაც;
  • Trojan-Downloader — ინტენეტის საშუალებით ფარულად იწერს საზიანო ფაილებს მოშორებული სერვერიდან და შემდგომ ავტომატურად აინსტალირებს მომხმარებლის კომპიუტერზე;
  • Trojan-Dropper — შეიცავს ერთ ან რამდენიმე საზიანო პროგრამას, რომელსაც ის ფარულად აინსტალირებს და გამოიყენებს მომხმარებლის კომპიუტერზე;
  • Trojan-Proxy — საშუალებას აძლევს მომხმარებლის კომპიუტერის მეშვეობით არავტორიზებულმა პირებმა ანონიმურად ისარგებლონ ინტერნეტით;
  • Trojan-Dialer — მომხმარებლის კომპიუტერს სატელეფონო ხაზის მეშვეობით აკავშირებს ინტერნეტ ქსელთან. მას აგრეთვე შეუძლია მომხმარებელი გადაამისამართოს არასასურველ ვებ გვერდებზე.

ტერმინის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი ტროიან ჰორსი არის წარმოქმნილი ბერძნული მითოლოგიიდან ტროას ცხენის ლეგენდის შესახებ. ტროიანი თავს აჩვენებს მომხმარებელს თითქოს იგი არის სრულიად სანდო და უვნებელი. აგრეთვე, მომხმარებელს რაღაც ფორმით სთავაზობს საჩუქრებს, რათა მსხვერპლს მოტყუებით დააინსტალირებინოს თავი კომპიუტერულ სისტემაში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]