შინაარსზე გადასვლა

ტრიქოლომასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიქოლომასებრნი

რუხი ტრიქოლომა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
ლათინური სახელი
Tricholomataceae R.Heim ex Pouzar (1983)
ტიპური გვარი

ტრიქოლომასებრნი (ლათ. Tricholomataceae) — სოკოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოჯახი ფირფიტოვანთა რიგისაა, რომელშიც შედის 2500-მდე სახეობა 100-ზე მეტი გვარიდან — დაახლოებით მესამედი ყველა ფირფიტოვანი სოკოებისა.

ნაყოფსხეული — ქუდ-ფეხიანი, უმეტესად ცენტრალური, იშვიათად ექსცენტრული; ზოგიერთი გვარისთვის (Panellus) დამახასიათებელია ფეხის გვერდითი მდებარეობა. ნაყოფსხეულების შეფერილობა და ზომები მრავალფეროვანია. სოკოს ქუდი სხვადასხვა ფორმისაა, მოწიფულ სოკოებში ამობურცულიდან ძაბრისებურად ჩაზნექილამდე, შეიძლება იყოს მკვრივი ან თხელხორციანი. ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფეხთან შეზრდილი, ხშირად დაღმავალი, იშვიათად თავისუფალი. საბურველი უმეტესად არ აქვთ; ზოგიერთ სახეობისთვის დამახასიათებელია ნაწილობრივი საბურველის არსებობა, რომელიც ფეხზე ტოვებს აპკისებრ რგოლს ან ბოჭკოვან ზონას. სპორების ფხვნილი — ღია ფერისა: თეთრიდან კრემისფერამდე ან მონაცრისფრომდე. სპორები მომრგვალო ან ელიფსურია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф. Грибы в лесу и на столе. — Киев: „Урожай“, 1993. — С. 82. — ISBN 5-337-00728-9.
  • Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 29. — ISBN 5-17-009961-4.