ტრიქლორფტორმეთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრიქლორფტორმეთანი (ფტორტრიქლორმეთანი, ფრეონი R 11, ფრეონი-11, მაცივარ აგენტი-11, CFC-11, R-11) — ფრეონი. მისი ქიმიური ფორმულაა CCl3F. უფერო თითქმის უსუნო სითხე, რომელიც დუღილს იწყებს ოთახის ტემპერატურაზე (tდუღ = 23.77 °C). აიროვან მდგომარეობაში ჰაერზე 4,7-ჯერ უფრო მძიმეა.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრიქლორფტორმეთანის კონცენტრაციის ცვალებადობა ატმოსფეროში წლების მიხედვით
ტრიქლოსფტორმეთანის კონცენტრაციის ვერტიკალური პროფილი

პირველი ფართოდ გამოყენებული მაცივარ აგენტი. თავისი შედარებითი დუღილის მაღალი ტემპერატურის გამო შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაკლებ წნევიათ მაცივარ აგრეგატებში, რაც ამარტივებს მის კონსტრუქციას.

რადგანაც ტრიქლორფტორმეთანის მოლეკულა შეიცავს ქლორის სამ ატომს, ეს ნივთიერება წარმოადგენს ოზონის დამშლელ ყველაზე აქტიურ ნივთიერებას. ამიტომაც მისი წარმოება და გამოყენება შეზღუდულია მონრეალის ოქმის მიხედვით. მას ანაცვლებენ შემდეგი მაცივარ აგენტებით: R-141b, R-123 და R-200 (R-227ea).

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვისებები მნიშვნელობა
სიმკვრივე (ρ) 0 °C-ზე 1.5432 გრ/სმ³
სიმკვრივე (ρ) 18.82 °C-ზე 1.4905 გრ/სმ³
კრიტიკული ტემპერატურა (Tc) 198 °C (471 K)
კრიტიკული წნევა (pc) 4.410 მპა (44.1 ატმ)
კრიტიკული სიმკვრივეc) 4.151 მოლ.ლ−1
გარდატეხის მაჩვენებელი (n) at 20 °C, D 1.3821
დიპოლის მომენტი 0.450 D
ოზონის ფენის გამოფიტვის შესაძლებლობის კოეფიციენტი (ODP) 1 (განსაზღვრის მიხედვით)
გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP) 4600 (CO2 = 1)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]