შინაარსზე გადასვლა

ტრიფონ თაბუკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიფონ თაბუკაშვილი
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1866(1866-02-01)[1] ან 13 თებერვალი, 1866(1866-02-13)[2]
გარდ. თარიღი 11 იანვარი, 1926(1926-01-11)[2] (59 წლის)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა პედაგოგი, პედაგოგი[1] და საზოგადო მოღვაწე

ტრიფონ თაბუკაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1866, ფარცხნალი, საქართველო — გ. 11 იანვარი, 1926, თბილისი, საქართველო) — ქართველი პედაგოგი, მეთოდისტი, საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა ფარცხნალში. 1886 წელს დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ძიმითის დაწყებით სკოლაში, ხონის საოსტატო სემინარიაში, თბილისის ცენტრალურ საპედაგოგო ინსტიტუტში. ავტორია სახელმძღვანელოების: „განთიადი", 1923 წელს - შრომის სკოლის II და III ჯგუფებისათვის, 1923 წელს - „მეთოდიკური შენიშვნები გრამატიკის სწავლების შესახებ", 1924 წელს - „აისი", 1925 წელს - „სასვენი ნიშნების ხმარება", და სხვა.