შინაარსზე გადასვლა

ტრიფოლიატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიფოლიატა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ტეგანისებრნი
გვარი:  ციტრუსოვანი კულტურები
სახეობა:  ტრიფოლიატა
ლათინური სახელი
Poncirus trifoliata

ტრიფოლიატა, სამყურა ფორთოხალი (ლათ. Poncirus trifoliata) — Poncirus გვარის ერთადერთი სახეობის მცენარე ტეგანისებრთა ოჯახისა. ძლიერ დატოტვილი ეკლებიანი ხეა, რომლის სიმაღლე 3 აღწევს. აქვს სამყურა ფოთლები, თეთრი, ორსქესიანი, მარტოული ან დაწყვილებული უსუნო ყვავილი, რომელიც ფოთლების გაშლამდე ჩნდება. ნაყოფი წვრილია, სფეროსებრი, მრავალთესლიანი, მცირედ შებუსული, საკმაოდ სქელკანიანი, საჭმელად უვარგისი, აქვს მომჟავო-მწარე გემო, წვენი შეიცავს 5%-მდე ლიმონის მჟავას. ტრიფოლიატა თესლით მრავლდება.

გამოირჩევა ყინვაგამძლეობით, იტანს 20—25 °C ყინვას. გაშენებულია ჩრდილოეთ ჩინეთში; ყოფილ სსრკ-ის ციტრუსოვანი კულტურების რესპუბლიკებში, იყენებენ საძირედ და ყინვაგამძლე ჯიშების გამოსაყვანად, აგრეთვე ცოცხალი ღობეების მოსაწყობად.