ტრიუნის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამივე ხორვატიული სამეფოს გერბი იყო გამოსახული ხორვატიისა და სლავონიის სამეფოს გერბზე, მიუხედავად იმისა, რომ დალმაციის სამეფო მის შემადგენლობაში არ შედიოდა.

ტრიუნის სამეფო (ხორ. Trojedna kraljevina) — ხორვატული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ ადვოკატირებული იდეა. მეორე ათასწლეულის მანძილზე სამი ხორვატული სამეფო: ხორვატია, სლავონია და დალმაცია ძირითადად დამოუკიდებლები იყვნენ. გაერთიანებული ხორვატია მხოლოდ ერთი მეფის, მეფობის დროს არსებობდა.

1848 წლამდე ჰაბსბურგების მმართველობი დროს იდეის ადვოკატირებას ხორვატები ახორციელებდნენ, თუმცა ტერიტორიის დიდი ნაწილი წარმოადგენდა უნგრეთსა და ავსტრიას შორის დავის საგანს. 1848 წლის რევოლუციების დროს, ტრიუნის სამეფოს ცნებას ატარებდნენ ხორვატი ნაციონალისტები. ხორვატი პოლიტიკოსები იმპერატორთან იცავდნენ იდეას და ითხოვდნენ სამი სამეფოს გაერთიანებას.

ავსტრია–უნგრეთის კომპრომისის და 1868 წლის ხორვატულ-უნგრული აქტის საფუძველზე, ავსტრიამ და უნგრეთმა ტერიტორიულ პრეტენზიებზე ოფიციალურად თქვეს უარი. შედეგად წმინდა იშტვანის გვირგვინის მიწების ქვეშ გაერთიანდა ხორვატია და სლავონია, ხოლო დალმაცია ისევ რჩებოდა ცალკე სამეფოდ.[1]

XIX საუკუნის ბოლოსთვის ხორვატიის და დალმაციის სახალხო პარტიების მთავარი მიზანი იყო ტრიუნის სამეფოს იდეის ხორცშესხმა.[2][3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hugh Seton-Watson, Nations and States. Part 32, 1977, p. 133.
  2. Charles Jelavich, Barbara Jelavich, The Establishment of the Balkan National States, 1804-1920, University of Washington Press, 1977, p. 253
  3. Barbara Jelavich, History of the Balkans: Twentieth century, 1999 edition, p.57, "The National Party [in Dalmatia] wished to be united with Croatia to form a reconstituted Triune Kingdom."