ტრირის მაქს პლანკის გიმნაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრირის მაქს პლანკის გიმნაზია (შემოკლებით ემ-პე-გე, გერმ. Das Max-Planck-Gymnasium – MPG) — მეორე საფეხურის სკოლა ქალაქ ტრირში. აქ განსაკუთრებული ყურადღების ექცევა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლა 1822 დაარსდა და იგი თავდაპირველად ვაჟთათვის იყო განკუთვნილი. მაშინდელი ვაჟთა სკოლა მოწოდებული იყო მამრობითი სქესის მომავალი მოქალაქეებისთვის შეესწავლებინა პრაქტიკული სპეციალობები.

უმაღლესი საუნივერისტეტო განათლებისთვის მომზადება არ წარმოადგენდა მაშინ ტრირის ამ სკოლის მიზანს. 1896 წელს სკოლას ეწოდა კაიზერ ვილჰელმის სახელი. ამავე წელს, ქალაქ ტრირის მეორე სკოლასაც, პრუსიის სამეფო გიმნაზიასაც შეეცვალა სახელი და მას, სახელთა უკეთესი ურთიერთგარჩევითობის მიზნით დაერქვა ფრიდრიხ-ვილჰელმის გიმნაზია.

1948 წლის 15 მაისს სახელი ისევ შეეცვალა სკოლას და იგი მაქს პლანკის სახელობისა გახდა.

სკოლის პროფილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ორიენტაციის წყალობით გიმნაზიის მოსწავლეები მეცადინეობენ საათობრივად გაძლიერებული რეჟიმში (ოთხ-ოთხი საათი კვირაში) მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. გარდა ამისა, ყოველ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მოსწავლეებს უწევთ ე.წ. ლაბორატორიული პრაქტიკის გავლა და წარმატებით დასრულება.

სკოლაში მე-5 კლასიდან ხდება უცხო ენის (ინგლისური, ან ფრანგული) არჩევა, ხოლო მე-6 კლასში მეორე უცხოური ენისა. მეორე ენაში არჩევანის გაკეთება რიგითობის (ფრანგული, ან ლათინური) მიხედვით თვითონ მოსწავლეებზეა მინდობილი. მე-9 კლასში მოსწავლეები ისევ დგებიან არჩევანის წინაშე აირჩიონ მესამე უცხო ენა, ანუ ისევ ლათინური, ან ფრანგული, ესპანური, იტალიური, ანდა რუსული.

სკოლა აწარმოებს გაცვლით პროგრამებს ინგლისის, შოტლანდიის, საფრანგეთის, რუსეთის, ისლანდიის და ესპანეთის სხვადასხვა სკოლებთან.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ე.წ. "სპორტულ კლასსაც", რომელშიც ნიჭიერი ბავშვები გაძლიერებულად გადიან მომზადებას სპორტში. მე-7 და მე-8 კლასებში სპორტის მოყვარული ბავშვები ირჩევენ ერთ-ერთ სპორტულ სახეობას, რომელთაგანაა ფეხბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა და მსუბუქი ათლეტიკა.

მე-5 და მე-6 კლასებში (2003 წლიდან) მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეიწავლონ ერთ-ერთი ჩასაბერი ინსტრუმენტი, წარმატებული სწავლისა და სურვილის შემთხვევაში ბავშვებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა დაუკრან სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Raussen, Bernd (1993): Chronik des Max-Planck-Gymnasiums (მაქს პლანკის გიმნაზიის ქრონიკა) vom Schuljahr 1913/14 bis zum Schuljahr 1931/32: ein Beitrag zur Schulgeschichte. წიგნში: Staatliches Max-Planck-Gymnasium (Trier): Jahrbuch. 1990/93, გვერდი. 21–50.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]