ტრიპიტაკა
ტრიპიტაკა (Sanskrit: [trɪˈpɪʈɐkɐ]) ა ტიპიტაკა (Pali: [tɪˈpɪʈɐkɐ]) — ბუდისტური წერილების ტრადიციული ტერმინი[1]
თჰერავადას ბერებმა ის პალმის ფოთლებზე ჩაწერეს. ტექსტი პალიზე (ძველ ინდურ სალაპარაკო ენაზე) დაიწერა, ამიტომ მას ხშირად პალის კანონის სახელითაც მოიხსენიებენ.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიპიტაკა (სანსკრიტულად: त्रिपिटक), სიტყვასიტყვით ნიშნავს სამ კალათას. ეს არის ტრი (त्रि), რაც ნიშნავს სამს, პიტაკა (पिटक), რაც ნიშნავს კალათას.[2]
სახელი შეესაბამება ტექსტის დაყოფის ნაწილებს:
- ვინაია-პიტაკა(დისციპლინა) — შესულია მითითებები ბერებისა და მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრების მომაწესრიგებელი ნორმები და სხვა.
- სუტა-პიტაკა (მოძღვრება) — გადმოგვცემს ბუდისტურ მოძღვრებას.
- აბჰიდჰამა-პიტაკა (მეტაფიზიკა) ამ მოძღვრების ფილოსოფიურ დამუშავებას წარმოადგენს[3][4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიდჰართა გაუტამას იგივე ბუდას, ქრისტეს მსგავსად არაფერი დაუწერია რამაც მისი მოძღვრების ირგვლივ დავა გამოიწვია. ჭეშმარიტების დასადგენად კრებებს იწვევდნენ, რომელთა შორისაც უმთავრესია ძვ. წ. 250 წ. პაშალიპუტრაში მეფე აშოკას დროს ჩატარებული კრება, რომლის დადგენილების ძალით ბუდიზმი, რომელიც მანამდე იდევნებოდა, სახელმწიფო რელიგია გახდა. ამ დროისათვის მოხდა ბუდას მოძღვრების წერილეობითი ფიქსაცია[5] ტიპიტაკას მიხედვით, ბუდისტური რელიგიის დამფუძნებელი იყო ჩრდილო-ინდური სახელმწიფოს მეფის შვილი. იგი მიეკუთვნებოდა ჰიმალაის მთების ძირში მცხოვრებ შაკიას ტომს. მეფისწულს ეძახდნენ სიდჰარტჰას, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა როგორც გაუტამა და შაკიამუნი. თუმცა, გადმოცემანი სხვადასხვა სახელითაც მოიხსენიებს: ტაჰტაგატა, ბჰაგავატა, ჯინა და ა.შ[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.britannica.com/topic/Tipitaka
- ↑ https://glosbe.com/sa/ka/%E0%A4%AA%E0%A4%BF%E0%A4%9F
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-09. ციტირების თარიღი: 2020-08-29.
- ↑ https://www.slideshare.net/donaxb/buddishm-religon
- ↑ http://www.orthodoxy.ge/apologetika/religiebi/budizmi.htm
- ↑ https://www.kvirispalitra.ge/istoriani/36468-budizmi.html