ტრიო ბელვილიდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ტრიო ბელვილიდან“
ფილმის ტიპი ნახატი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი სილვენ შომე
პროდიუსერი დიდიე ბრუნერი
პოლ კადო
სხვები
კომპოზიტორი ბენუა შარე
დისტრიბუტორი Diaphana Films (საფრანგეთი)
Sony Pictures Classics (აშშ)
Tartan Films (ინგლისი)
პრემიერა
  • 11 ივნისი, 2003 (2003-06-11) (საფრანგეთი)
ხანგრძლივობა 78 წთ.
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
დროშა: ბელგია ბელგია
დროშა: კანადა კანადა
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური, ფრანგული
ბიუჯეტი 8 000 000 აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 14 776 760 აშშ დოლარი[2]

ტრიო ბელვილიდან (ფრანგ. Les Triplettes de Belleville, ინგლ. The Triplets of Belleville, ბრიტანეთში გამოვიდა, როგორც Belleville Rendez-vous) — 2003 წლის ფრანგულ-ბრიტანულ-კანადურ-ბელგიური ანიმაციური ფილმი. მისი რეჟისორია სილვენ შომე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მთავარი პერსონაჟია მოხუცი ქალბატონი, მადამ სუზა, რომელიც ზრდის პატარა შვილიშვილს, ჩემპიონს. აღმოაჩენს რა, რომ ბიჭუნა გულდაწყვეტილია მშობლების გარდაცვალებით, თავდაპირველად შეეცდება, ფორტეპიანოთი დააინტერესოს. შემდეგ ჩუქნის ლეკვს, სახელად ბრუნო. ბიჭუნას თავდაპირველად უხარია, შემდეგ კი კვლავ მოწყენილია. აღმოაჩენს რა, რომ ჩემპიონს აინტერესებს ველოსიპედი, მოხუცი მას სამთვალა ველოსიპედს მოუტანს. წლების შემდეგ ჩემპიონი იქცევა პროფესიონალ ველოსიპედისტად, ხოლო სუზა - მის მწვრთნელად.

ტურ დე ფრანსის შეჯიბრის დროს ჩემპიონს და ორ სხვა ველოსიპედისტს იტაცებს ფრანგული მაფია. სამივე მიჰყავთ თან, ქალაქ ბელვილში. სუზა და ბრუნო მათ მისდევენ, მაგრამ ქალაქში კვალი იკარგება. სუზა შემთხვევით გაიცნობს ბელვილურ სამეულს, მიუზიკ-ჰოლის მომღერლებს 1930-იანებიდან, რომლებიც ამჟამად იმპროვიზატორ მუსიკოსებად მუშაობენ. სუზა დებთან რჩება და მათი ჯგუფის შემადგენლობაშიც გამოდის. ამასობაში, მაფიის უფროსი საკუთარ ბიზნესს აწყობს - მექანიკოსს ავალებს მინი-ტურ-დე-ფრანსის აწყობას - საგანგებო ეკრანზე გზის პროექციით, რომელთანაც დამონტაჟებული იქნება სამი ველოსიპედ.

სამეული და სუზა გამოდიან რესტორანში იმპროვიზაციული ნომრით, იყენებენ რა გაზეთს, მტვერსასრუტს, ბორბალს და მაცივარს. მაფიის უფროსი იმავე რესტორანში აღმოჩნდება. ბრუნოს დახმარებით სუზა პოულობს ჩემპიონს. მაფიის სხვადასხვა წარმომადგენელი დებს ფსონებს მინი-ტურ-დე-ფრანსზე. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ძალაგამოცლილი ველოსიპედისტი ვეღარ მოძრაობს, ფსონის დამდები მას კლავს. მადამ სუზა, ბრუნო და სამეული აფეთქებს ამ საიდუმლო ოთახს და, ჩემპიონთან ერთად, ყველა ქალაქიდან გარბის. მიუხედავად იმისა, რომ მაფია მათ მისდევს, სხვადასხვა საშუალებით მათ თავიდან იცილებენ. წლების შემდეგ ჩემპიონი იხსენებს ამ ამბავს, ისე, როგორც მას უამბობდა ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი სუზა.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მუსიკის ავტორია ბენუა „ბენ“ შარე.

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Les Triplettes De Belleville

საუნდტრეკის ყდა
კინომუსიკა
ბენ შარე
გამოცემის თარიღი 10 ივნისი 2003
ხანგრძლივობა 50:40
ენა ფრანგული/ინგლისური (მთავარი თემა)
ლეიბლი Delabel
პროდიუსერი ბენ შარე, პიერ ბოშერონი
  1. Sous Le Pont - 1:48
  2. Belleville Rendez-Vous (ფრანგულენოვანი ვერსია) - 3:10
  3. Generique D'Ouverture - 0:52
  4. Cabaret D'Ouverture - 3:13
  5. Tour De France - 1:27
  6. Attila Marcel - 2:22
  7. Theme Bruno - 1:26
  8. Tout Doux Bruno - 2:56
  9. Belleville Rendez-Vous (Maquette) - 3:23
  10. Theme De La French Mafia - 1:46
  11. Bach A La Jazz - 1:20
  12. Cabaret Aspirateur - 2:22
  13. La Jungle De Belleville - 3:00
  14. Barbier "Cieco, Cieco" - 1:48
  15. Pa Pa Pa Palavas - 2:50
  16. Retour De La French Mafia - 1:36
  17. Filature - 2:50
  18. Poursuite - 6:26
  19. Belleville Rendez-Vous (ინგლისურენოვანი ვერსია) - 5:56

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]