ტრიკონქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტრიკონქი (ტრი... და კონქი) — ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ტიპი. მის ძირითად მახასიათებელს სამაფსიდიანი კომპოზიცია წარმოადგენს. გუმბათქვეშა სივრცის გარშემო ჯვრულად განლაგებულია ოთხი მკლავი, ამათგან ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებს აფსიდის ფორმა აქვს. საქართველოს გარდა ტრიკონქი ფართოდ არის გავრცელებული ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საბერძნეთში. იგი ასევე გვევლინება სომხეთშიც. [1] საქართველოში ტრიკონქის ტიპის უადრესი ძეგლის თარიღად მიჩნეულია VIII-IX საუკუნეები, ხოლო აქტიური მშენებლობის ხანა XI საუკუნემდე გრძელდებოდა. ამ ტიპის გამორჩეული ტაძრებია ოშკი და ალავერდი[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოშკის ტაძრის გეგმა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნათელა ჯაბუა, „ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნის საქართველოში“, გვ. 122-133 თბ., 2012.
  2. ნათელა ჯაბუა, „ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნის საქართველოში“, გვ. 154, თბ., 2012.