შინაარსზე გადასვლა

ტრიკომო (კვიპროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ტრიკომო
ბერძ. Τρίκωμο
თურქ. İskele
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 35°17′08″ ჩ. გ. 33°53′28″ ა. გ. / 35.2857345111° ჩ. გ. 33.8912596306° ა. გ. / 35.2857345111; 33.8912596306
ცენტრის სიმაღლე 48 მეტრი
მოსახლეობა 2 325 (1973)[1]
საფოსტო ინდექსი 5700 და 99850[2]
ოფიციალური საიტი https://iskelebelediyesi.com/
ქვეყანა (დე ფაქტო) ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთი კვიპროსი
ტრიკომო (კვიპროსი) — კვიპროსი
ტრიკომო (კვიპროსი)

იენი ისკელე ან ტრიკომო (ბერძ. Τρίκωμο; თურქ. İskele) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ მესაორიაში, კვიპროსში. იგი იმყოფება ჩრდილოეთ კვიპროსის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ და წარმოადგენს ჩრდილოეთ კვიპროსის ისკელეს რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მუნიციპალიტეტის სტატუსი მან 1998 წელს მიიღო.[3]

1974 წლის თურქეთის კვიპროსში შეჭრამდე, ტრიკომოს მოსახლეობა თითქმის მთლიანად ბერძენი კვიპროსელებისგან შედგებოდა, რომელთა უმეტესობაც 1974 წლის ზაფხულში კუნძულზე თურქეთის შეჭრის დროს უკანონოდ გამოასახლეს საკუთარი ქონებიდან. გამოსახლებული ბერძენი კვიპროსელები ახლა „ლტოლვილებად“ ითვლებიან და გადასახლებულნი არიან კუნძულის სამხრეთით. მსგავსად ამისა, 1974 წელს, ლარნაკას სკალას უბნიდან (თურქულად „ისკელე“) წამოსული თურქი კვიპროსელები დასახლდნენ ამ სოფელში და მას უწოდეს იმ ადგილის სახელის თურქული თარგმანი, სადაც 1974 წლამდე ცხოვრობდნენ (სიტყვასიტყვით „ახალი ისკელე“, მოგვიანებით შემოკლდა როგორც ისკელე).[4]

თურქი კვიპროსელების ლარნაკის მუნიციპალიტეტი, რომელიც 1958 წელს დაარსდა, ტრიკომოში 1974 წელს გადავიდა.[5]

კულტურა, სპორტი და ტურიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქი კვიპროსელების სპორტული კლუბი Larnaka Gençler Birliği ან İskele Gençlerbirliği დაარსდა 1934 წელს ლარნაკაში და 2018-2019 წლების სეზონის მონაცემებით თამაშობს KTFF Süper Lig-ში (ჩრდილოეთ კვიპროსის სუპერლიგა).[6][7]

ტრიკომოში მდებარეობს პანაგია თეოტოკოსის (ღვთისმშობლის) ეკლესია, სადაც განთავსებულია ხატების მუზეუმი, რომელიც კვიპროსში შუა საუკუნეების იკონოგრაფიის იშვიათ ნიმუშებს წარმოადგენს.[8] ეკლესია არის ტყუპი ეკლესია, რომელიც შედგება მართლმადიდებლური და კათოლიკური ნაწილებისგან. მისი უფრო ძველი, მართლმადიდებლური ნაწილი ბიზანტიის ეპოქით თარიღდება, ხოლო კათოლიკური ნაწილი XII საუკუნეშია აშენებული[8] ლუზინიანების პერიოდში.[9]

ქალაქი ასევე ყოველწლიურად მასპინძლობს „ისკელეს ფესტივალს“, რომელიც ზაფხულში ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და არის ყველაზე ძველი ყოველწლიური ფესტივალი კვიპროსში; იგი პირველად ლარნაკაში 1968 წელს ჩატარდა. 1974 წელს, თურქი კვიპროსელი მაცხოვრებლების გადასახლებასთან ერთად, ფესტივალიც ტრიკომოში გადავიდა. მასში შედის ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი, თურქი კვიპროსელი და მატერიკული თურქეთის მუსიკოსების კონცერტები, სხვადასხვა სპორტული ტურნირები, კვების ჯიხურები და კონკურსები, ისევე როგორც სხვა შოუები და შეჯიბრებები, რომლებიც ხაზს უსვამს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას.[10]

ქალაქის ამჟამინდელი მერია ჰასან სადიქოღლუ. სადიქოღლუ 2014 წელს დამოუკიდებელ კანდიდატად აირჩიეს.[11] იგი ხელახლა აირჩიეს 2018 წელს, როგორც მემარჯვენე ეროვნული ერთობის პარტიის (UBP) კანდიდატი, რომელმაც ხმების 54.6%-ით გაიმარჯვა.[12][13] 2018 წლის ადგილობრივ არჩევნებში რვაწევრიან მუნიციპალურ საბჭოში აირჩიეს UBP-ის ოთხი წევრი, ახალმოსახლეთა მომხრე აღორძინების პარტიის (YDP) ორი წევრი და მემარცხენე რესპუბლიკური თურქული პარტიის (CTP) ორი წევრი.[14]

  1. Cyprus census 1973 — 9 — CYSTAT.
  2. KKTC Uluslararası Posta Kodları — KKTC Posta Dairesi (resmî liste)
  3. Iskele Municipality დაარქივებული 2014-02-02 საიტზე Wayback Machine.
  4. TRIKOMO, PRIO Cyprus Centre, http://www.prio-cyprus-displacement.net/default.asp?id=627. წაკითხვის თარიღი: 20 October 2014
  5. Iskele Municipality History
  6. Orda bir köy var uzakta...!. Yeni Düzen (24 August 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2012. ციტირების თარიღი: 5 September 2015
  7. Northern Cyprus დაარქივებული 2015-06-18 საიტზე Wayback Machine. Association of Football Clubs
  8. 1 2 Karpaz Area Local Development Strategy. EU Aid Programme for the Turkish Cypriot Community. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 December 2014.
  9. Panagia Theotokos. cyprustemples.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 5 September 2015
  10. 48. Geleneksel İskele Festivali başlıyor! Kaynak: 48. Geleneksel İskele Festivali başlıyor!. Detay. ციტირების თარიღი: 9 July 2018
  11. İskele Belediye Başkanlığı sonuçları: Bağımsız Hasan Sadıkoğlu kazandı. Haber KKTC (29 June 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2014. ციტირების თარიღი: 5 September 2015
  12. İskele yeniden Hasan Sadıkoğlu dedi. BRT. ციტირების თარიღი: 9 July 2018
  13. 2018 KKTC Yerel Seçim Sonuçları belli oldu!. Gündem Kıbrıs. ციტირების თარიღი: 9 July 2018
  14. 24 Haziran Yerel Seçim Sonuçları: Meclis Üyeleri. Havadis. ციტირების თარიღი: 9 July 2018