ტრირი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტრირი Trier | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | რაინლანდ-პფალცი | ||||
კოორდინატები | 49°45′24″ ჩ. გ. 6°38′29″ ა. გ. / 49.75667° ჩ. გ. 6.64139° ა. გ. | ||||
მმართველი | Wolfram Leibe | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 16 | ||||
ფართობი | 117.14 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 124 მ | ||||
მოსახლეობა | 105,260 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 899 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0651 | ||||
საფოსტო ინდექსი | 54290, 54292, 54293, 54294, 54295, 54296 | ||||
საავტომობილო კოდი | TR | ||||
ოფიციალური საიტი | trier.de | ||||
საავტომობ. კოდი | TR | ||||
ტრირი (გერმ. Trier, ლუქსემ. Tréier, ფრანგ. Trèves) — გერმანიის საოლქო დაქვემდებარების ქალაქი. მდებარეობს რაინლანდ-პფალცის დასავლეთ ნაწილში, მაგრამ იგი აგრეთვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უკიდურესი დასავლეთით მდებარე ქალაქიცაა.
ტრირში განთავსებულია შემდეგი დაწესებულებები:
- უნივერსიტეტი,
- უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი, ანუ ე. წ. ფახჰოხშულე (იხ. ასევე ტრირის ფახჰოხშულე),
- ტრირ-ზაარბურგის რაიონის ადმინისტრაცია,
- საზედამხედველო და სამომსახურებო დირექცია, [შემოკლ. ADD 'ა-დე-დე'] (1999 წლამდე ტრირის ადმინისტრაციული ოლქი),
- მხარის საგამოძიებო სამსახურის [შემოკლ. LUA 'ელ-უ-ა'] სხვადასხვა აპარატი და
- რომის კათოლიკური ეპარქია (ტრირის საეპისკოპოსო).
ქალაქი ტრირი სახელწოდებით ავგუსტა ტრევერორუმი დაარსდა 2000-ზე მეტი წლის წინ (მე-3 საუკუნის მეორე ნახევრიდან ეწოდა ტრევერისი (Treveris)). გამომდინარე აქედან ქალაქ ტრირს აქვს პრეტენზია ერქვას გერმანიის უძველესი ქალაქი.
რომაულ ტრირში არსებული მდებარეობს არაერთი საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელთა მნიშვნელოვნებას ხაზს უსვამს მათი ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ესენია;
- ამფითეატრი,
- ბარბარას აბანო,
- კეისრის აბანო,
- კონსტანტინეს ბაზილიკა,
- იგელის სვეტი,
- პორტა ნიგრა,
- რომაული ხიდი,
- წმ. პეტრეს ტაძარი,
- ღვთისმშობლის ეკლესია.
ტრირის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ტრირი მდებარეობს შუა მოზელის ხეობის ერთ-ერთ გაშლილ ხევში, რომლის მთავარი ნაწილი მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ტყიანი და ნაწილობრივ ზვრებით დაკავებული ფერდობები სამხრეთში ჰუნსრუკის მაღლობს, ხოლო ჩრდილოეთში აიფელს ერთვის.
საზღვარი ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან დაახლოებით 15 კილომეტრითაა (ვასერბილიგი) დაშორებული. ტრირთან ახლომდებარე მოდიდო ქალაქები სამხრეთ-დასავლეთით ზაარბრჲუკენი, დაახლ. 80 კილომეტრის, ჩრდილო-აღმოსავლეთით კობლენცი, დაახლ. 100 კილომეტრის, ხოლო დასავლეთით კი ლუქსემბურგის დედაქალაქი ლუქსემბურგი სულ რაღაც 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ქალაქის მცხოვრებნი ლაპარაკობენ მოზელის ერთ-ერთ ფრანკული დიალექტზე, რომელსაც ტრირის დიალექტი ჰქვია.
ტრირის მეზობელი თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საოლქო დაქვემდებარების ქალაქ ტრირს ტრირ-ზაარბურგის რაიონი აკრავს ირგვლივ. გარდა ამისა, სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ბიტბურგ-პრიუმისა და ბერნკასტელ-ვიტლიხის რაიონები.
მეზობელი თემები (ჩრდილოეთიდან მოყოლებული) საათის ისრის მიმართულებით :
- შვაიხი, კენი და ლონგუიხი – (შვაიხის სათემო კავშირის ფარგლებში).
- მერტესდორფი, კაზელი, ვალდრახი, მორშაიდი, კორლინგენი, გუთვაილერი, ზომერაუ და გუსტერათი – (რუვერის სათემო კავშირის ფარგლებში).
- ჰოკვაილერი და ფრანცენჰაიმი – (ტრირის სათემო კავშირის ფარგლებში).
- კონცი – (კონცის სათემო კავშირის ფარგლებში).
- იგელი, ტრირვაილერი, აახი, ნეველი, კორდელი და ცემერი – (ტრირის სათემო კავშირის ფარგლებში).
ქალაქის დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ტრირი 19 დასახლებად (ორტსბეცირკი) იყოფა. ყოველ დასახლებაში ფუნქციონირებს 9-15 წევრისაგან შემდგარი ე.წ. ორტსბაირათი, ანუ ადგილობრივი საბჭო , რომელსაც წარმოადგენს ე.წ. ორტსფორშტეერი, ანუ (ადგილობრივი) საბჭოს თავი.
ადგილობრივ საბჭოებში მოისმენენ დასახლებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებს, ხოლო შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილებას ღონისძიების გატარების თაობაზე ქალაქის საბჭო მიიღებს. თუმცა, ადგილობრივ საბჭოებს შეუძლიათ მათთვის დასახლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში მცირეოდენი ღონისძიებისთვის თვითონ გადაწყვეტილება.
ტრირის დასახლებები და ქალაქის ნაწილები (ფრჩხილებში) მათთვის მინიჭებული ბიუროთმმართველობითი ნომრების მიხედვით :
|
|
|
ტრირის კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ტრირი მდებარეობს ზომიერ კლიმატურ ზონაში. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 9,3 გრადუს ცელსიუსს, საშუალო წლიური ნალექიანობა კი 719 მილიმეტრია. ყველაზე თბილ თვეებში – ივნისიდან აგვისტომდე საშუალო ტემპერატურა 16,1-დან 17,8 გრადუს ცელსიუსია, ხოლო ყველაზე ცივი თვეებისა (დეკემბრიდან იანვრამდე) კი საშუალოდ 0,6-დან 1,6-მდე გრადუს ცელსიუსი.
ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა ივნის-აგვისტოზე მოდის 70-80 მილილიტრამდე, ყველაზე მცირე რაოდენობა კი მარტზე მოდის საშუალოდ 37 მილილიტრი.
სამხარეო და რეგიონალური დაგეგმარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ტრირი თავისი 100 000 მცხოვრებით რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის დიდ ქალაქებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს მაინცის, რაინის ლუდვიგსჰაფენის და კობლენცის შემდეგ. მასში გაერთიანებულია ხუთიდან ერთ-ერთი ობერცენტრი, რომელსაც ექვემდებარება მიტელცენტრი ბერნკასტელ-კუუსი, ბირკენფელდი, ბიტბურგი, დაუნი, გეროლშტაინი, ჰერმესკაილი, იდარ-ობერშტაინი, კონცი, ზაარბურგი და ვიტლიხი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ტრირის ქრონოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინარე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თქმულებაში ტრირის შესახებ (გესტა ტრევერორუმი – 1105 წ.) წერია, რომ ტრირი რომის დაარსებამდე 1300 წლით ადრე დაუარსებია ასურთა მეფის ნინუს ვაჟს ტრებეტას. ამასვე ამტკიცებს 1684 წელს ტრირის მთავარ ბაზართან წითელ სახლზე შესრულებული შემდეგი წარწერა : ANTE ROMAM TREVERIS STETIT ANNIS MILLE TRECENTIS (ქართ. რომამდე ტრირი იდგა ერთიათასსამასი წელი).
ქალაქის არეალში აღმოჩენილი ხაზოვანი კერამიკის ნიმუშების (ადრეული ნეოლითი) არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ტრირის ხეობაში ძვ. წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ III ათასწლეულში არსებობდა ადამიანთა დასახლებები. მიუხედავად ამისა, ამდროინდელი ტრირის ტერიტორიაზე ქალაქური ტიპის დასახლების შესახებ საუბარი ნაადრევია. ახ. წ.-მდე რამდენიმე საუკუნით ადრე დღევანდელი ტრირის ტერიტორიაზე კელტური ტომის წარმომადგენელი ტრევერელები სახლობდნენ.
ტრირი რომის იმპერიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარწმუნო წყაროების თანახმად ტრირი რომაული წარმოშობის ქალაქია: აქ ჩვ. წელთაღრიცხვის 30 წელს პეტრეს მთის ძირას სამხედრო ქალაქის მშენებლობას შედგომიან, მაგრამ რამდენიმე თვეში შეუწყვეტიათ იგი. ჩვ. წელთაღრიცხვის 16 წელს კი ქალაქის მშენებლობა რომაელებს განუახლებიათ ახალი სახელწოდებით (Augusta Treverorum) „ავგუსტუსის ქალაქი“, რომელიც პროვინცია ბელგიკას ცენტრი გახდა. პატივი მის სახელად წოდებისა ერგოთ მხოლოდ აუგსბურგსა და ჩრდილოეთ შვეიცარიის აუგსტს. კლავდიუსის მმართველობის ხანაში კლავდიუსი ქალაქ ტრირის მაშინდელ სახელწოდებას დაერთო სიტყვა ’’’კოლონია’’’ (Colonia) და სრული სახელით ეწოდა ასე – Colonia Augusta Treverorum (’’ავგუსტუსის ტრევერთა დასახლება’’).
სულ მცირე III საუკუნის მეორე ნახევარში ტრირი იქცა ეპისკოპოსის სარეზიდენციო ქალაქად; პირველი ეპისკოპოსი ევქარიუსი გახდა. 271-დან 274-მდე კი ქალაქი იქცა სეპარატისტული წარმონაქმნის ე.წ. გალურ-რომაულ იმპერიის კეისრის ტეტრიკუს I.-ს სარეზიდენციო ქალაქად. 275 წელს ტრირს ალემანები შემოსევიან და დაუნგრევიათ იგი. 293-392 წლებში კი ’’’ტრევერისი’’’ გადაიქცა დასავლეთ რომის კეისრის სარეზიდენციო ქალაქად. (იხ. გვიანი ანტიკური ხანა). კონსტანტინე დიდის (306-337) მმართველობისას ქალაქი ისევ აშენდა და სხვა შენობათა შორის, რომელიც ამ დროს აღიმართა, იყო სასახლე-დარბაზი (დღევანდელი კონსტანტინეს ბაზილიკა) და კეისრის აბანო.
326 წელს კეისრის ოჯახის სასახლის კერძო, საცხოვრებელი ნაწილები ორმაგ ბაზილიკად გადააკეთეს, რომლის ფრაგმენტების ამოცნობა ტაძრისა და ღვთისმშობლის ეკლესიის მიდამოებში დღესაც შეიძლება. 318 წელს ტრირი დასავლეთ რომის იმპერიის ’’’გალთა პრეფექტურის’’’ ცენტრი ხდება. აქვე, 328–340 წწ. იყო კეისარ კონსტანტინე 2-ის რეზიდენცია. 367-392 წწ. ტრირი ვალენტინიანეს, გრაციანეს, მაგნუს მაქსიმუსისა და ვალენტინიანე II.-ს მმართველობის ქვეშ იმყოფება, შესაბამისად დასავლეთ რომის იმპერიის სამთავრობო ცენტრია, ამავდროულად ქალაქის მოსახლება 80 000-დან 100 000- მდე მცხოვრებს შეადგენს და ალპების ჩრდილოეთით ყველაზე დიდი ქალაქად ითვლება.
407 წელს გალიაში ვანდალების, ალანებისა და სვებების შემოსევის შემდეგ ’’’გალთა პრეფექტურა’’’ არლში გადაიტანეს რონთან. V საუკუნეში ტრირი სავარაუდოდ 413-421 ფრანკებს, ხოლო 451 წელს ატილას მეთაურობით ჰუნებს დაუპყრიათ. 475 წლის დამდეგს კი ტრირი საბოლოოდ ფრანკთა ხელში გადავიდა იხ. (არბოგასტ უმცროსი).
შუა საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრირი V საუკუნის ბოლოს გადავიდა ფრანკთა მმართველობაში. ვერდენის ხელშეკრულებით ლოთარინგიას მიკუთვნებული ტრირი ჰაინრიხ I. დროს 925 წელს აღმოსავლეთ ფრანკეთის იმპერიის ნაწილი გახდა.
ტრირის გერბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წითელ ფონზე მდგარი, ოქროსფრად შემოსილი წმინდა პეტრე შემართული ოქროს გასაღებით მარჯვენა და წითელი წიგნით მარცხენა ხელში. ოქროსფერი ყვითელი და წითელი წარმოადგენს ქალაქის ფერებს.
ჰერალდიკური მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯერ კიდევ 12-ე საუკუნიდან მოყოლებული წმინდა პეტრე არის ქალაქ ტრირის დამცველი, რაც მისი (წმ. პეტრეს) ბეჭდებზე გამოსახვით დასტურდება ქალაქის ოფიციალურ საბუთებში . წმინდა პეტრეს გამოსახულება მრავალჯერ შეუცვლიათ დროთა განმავლობაში, ხოლო მისი გამართულ მდგომარეობაში გამოსახვა 15-ე საუკუნიდან დაიწყეს. ქალაქის ფერები 19-ე საუკუნეში დადგინდა საბოლოოდ.
სივრცითი დაგეგმარება & პარტნიორი (დაძმობილებული) ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრირი მდებარეობს ლუქსემბურგს, მეცსა და ზაარბრჲუკენს შორის და ე.წ. ქალაქების ერთობას ანუ კვატროპოლს წარმოადგენს, რითაც ქმნის რაინლანდ-პფალც-ვალონიის დიდი რეგიონის ზაარ-ლორ-ლუქსის მთავარ ცენტრს.
- მეცი საფრანგეთი (1957 წლის 13 ოქტობრიდან მოყოლებული.)
- ასკოლი პიჩენო იტალია (1958 წლის 31 აგვისტოდან მოყოლებული.)
- გლოსტერი გაერთიანებული სამეფო (1959 წლის 29 ივნისიდან მოყოლებული.)
- ჰერტოგენბუში ნიდერლანდები (1968 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული.)
- პულა ხორვატია (1971 წლის 8 სექტებრიდან მოყოლებული.)
- ფორტ ვორთი აშშ (1987 წლის 13 ივლისიდან მოყოლებული.)
- ვაიმარი გერმანია (1990 წლის 19 ოქტობრიდან მოყოლებული.)
- ნაგაოკა იაპონია (2006 წლის 2 ივნისიდან მოყოლებული.)
მცირე გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
რომაული პორტა
-
კონსტანტინეს ბაზილიკა
-
კონსტანტინეს ბაზილიკა შიგნიდან
-
რომაული აბანო
-
ამფითეატრი, 1999
-
რომაული ხიდი
-
ტრირის წმ. განგოლფის საკათედრო ტაძარი და ნეტარ ქალთა ეკლესია, ხედი მარიას სვეტიდან
-
წმ. განგოლფის საკათედრო ტაძარი ტრირის ცენტრში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტრირი – რომაული მემკვიდრეობა (ვებ-გვერდი ესვეერ–ის (SWR) სატელევიზიო გადაცემისათვის მსოფლიოს საგანძური) დაარქივებული 2010-03-28 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ტრირის გასტრონომიული შესაძლებლობები — ქალაქის რჩეული რესტორნების და კაფე-ბარების მისამართები და ტელეფონის ნომრები რეზერვირებისათვის დაარქივებული 2012-01-26 საიტზე Wayback Machine. (იტალიური) (ჩინური) (გერმანული) (ფრანგული) (ინგლისური)
- ტრირის უმაღლესი კლასის 10 რესტორანი, სიაში მითითებულია მენიუს ენები (გერმანული)
- ზედა საშუალო კლასის სასტუმროები ტრირში (გერმანული)
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 367 ინგლ. • რუს. • ფრ. |