შინაარსზე გადასვლა

ტრიგემინის კარიბჭე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრიგემინის კარიბჭე (იტალ. Porta Trigemina) — ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კარიბჭე ძველი რომის სერვიანის კედელში, რომელიც ძვ.წ. მე-4 საუკუნეში აშენდა, იტალიაში.[1] კარიბჭე აღარ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ხშირად არის ნახსენები ძველი რომაელი ავტორების მიერ რომლებიც კარიბჭეს წარმოადგენდნენ, როგორც ავენტინის ბორცვის ჩრდილოეთ ბოლოსა და მდინარე ტიბრს შორის მდგომ კარიბჭეს, რაც ტრიგემინის კარიბჭეს ფორუმ ბოარიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესთან ათავსედა. კლივუს პუბლიციუსი, ძველი რომის ავგუსტუსის XIII რეგიონის ქუჩა ავენტინიდან სწორედ ტრიგემინის კარიბჭისკენ ეშვებოდა.[2]

ნავარაუდევია, რომ მისი სახელი „ტრიგემინის კარიბჭე“ (რაც ნიშნავს „სამმაგ შეერთებას“) მიუთითებს მის სამმაგ კარიბჭეზე, რომელიც განკუთვნილი იყო ვია ოსტიენსისიდან ტრიგემინის ქალაქში შემომავალი ხალხის დიდი ნაკადის გასატარებლად. ის ცნობილი იყო მათხოვრების ბრბოთი, რომლებიც კარიბჭის გარეთ იყვნენ თავმოყრილი.

  1. L. Richardson, jr (1 October 1992). A New Topographical Dictionary of Ancient Rome. JHU Press, გვ. 310–. ISBN 978-0-8018-4300-6. 
  2. Frontinus Aq. 1.5