ტრიბჰუვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიბჰუვან ბირ ბიკრამ შაჰი
ტრიბჰუვან ბირ ბიკრამ შაჰი
მეფე ტრიბჰუვანი 1930 წელს
ნეპალის დროშა ნეპალის მე-8 მეფე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი 1911 – 13 მარტი 1955
წინამორბედიპრითვი
მემკვიდრემაჰენდრა

დაბადებული30 იანვარი 1906
კატმანდუ, ნეპალის სამეფო
გარდაცვლილი13 მარტი, 1955 (49 წლის)
ციურიხი, შვეიცარია
მამაპრითხვი
დედარევატი რამანა
მეუღლეკანტი რაია ლაქშმი დევი
შვილებიმაჰენდრა
წოდებაფელდმარშალი
რელიგიაინდუიზმი

ტრიბჰუვან ბირ  ბიკრამ შაჰ დევი (ნეპალ. त्रिभुवन वीर विक्रम शाह; დ. 30 ივნისი, 1906 — გ. 11 დეკემბერი, 1591 დეკემბერი) — შაჰების დინასტიის წარმომადგენელი ნეპალის  მერვე მეფე 1906 წლის 11 დეკემბერიდან. ნეპალის სამეფო არმიის ფელდმარშალი (1953 წლის 14 აპრილი).[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრიბჰუვანი  ტახტზე  ხუთი წლის ასაკში ავიდა მამის, მეფე პრითვის გარდაცვალების შემდეგ, დედა რეგენტი იყო. მეფედ აკურთხეს 1913 წლის 20 თებერვალს  სამეფო სასახლეში კატმანდუში.

მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ის მხოლოდ ნომინალურად იყო მეფე. ამ დროს  მთელი რეალური ძალაუფლება რანას პრემიერ-მინისტრების  ოჯახის ხელში იყო, რომელმაც  საკუთარი დინასტია დააარსა.

ტრიბჰუვანის კორონაცია 5 წლის ასაკში
მეფე ტრიბჰუვანი

რანას კლანს და სამეფო ოჯახს შორის უთანხმოება პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. რანას ოჯახს სურდა ომში მონაწილეობის მიღება ბრიტანეთის მხარდასაჭერად, რომელიც აკონტროლებდა მთელ ინდოეთს. თუმცა დედა დედოფალი ნეიტრალიტეტის მომხრე იყო. ჯარმა მხარი დაუჭირა დედა - დედოფალს. ჯარის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, პრემიერ მინისტრმა ჩანდრა შამშერ რანამ აიძულა ახალგაზრდა მეფე  ჯარები ომში გაეგზავნა.  დედა-დედოფალს  იარაღი მიუშვირა და  მოკვლით დაემუქრა, თუ მეფე უარს იტყოდა ბრძანების შესრულებაზე. მოგვიანებით მეფე სასახლეში ტყვედ იმყოფებოდა და აიძულებდნენ შეესრულებინა რანას ბრძანებები. ამავე დროს შეფერხდა  ქვეყნის მოდერნიზაცია და დემოკრატიზაცია.[3]

ოცდაათიანი წლების შუა პერიოდიდან ნეპალში დაიწყო მოძრაობები, მათგან ყველაზე ცნობილი იყო „ნეპალ პრაჯა პარიშადი“. ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა ნეპალელი სტუდენტების მიერ ვარანასში 1935 წელს რანას დინასტიის დასამხობად. რანა ძალადობრივად რეაგირებდა ამ მოძრაობებზე, ავიწროებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ  ლიდერებს. იმუქრებოდნენ მეფის სიკვდილით დასჯითაც კი. მიუხედავად ამისა, მეფე ყოველთვის პოპულარული იყო ჯარში და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ნეპალი კვლავ ბრიტანეთის მოკავშირე გახდა. ბრიტანელების ზეწოლის ქვეშ რანას ოჯახმა მეფეს ზედმეტად ვერ ავიწროვებდა.

ინდოეთის ინტერვენცია და "რანას ეპოქის" დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრიბჰუვანი. 1937 წ.

ომის შემდეგ წარმოიშვა ლიბერალური დემოკრატიული მოძრაობა და ჩამოყალიბდა პარტია ნეპალის კონგრესი, რომელიც მხარს უჭერდა ტრიბჰუვანს. 1950 წელს ბრიტანელებმა დატოვეს ინდოეთი. მეფის პოზიცია უფრო გართულდა. ნოემბერში მეფემ სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად სასახლიდან გაქცევა მოახერხა და ინდოეთის საელჩოს შეაფარა თავი. შემდეგ წავიდა ინდოეთში. რანამ სცადა მისი შეცვლა ტახტზე მისი შვილიშვილის გიანენდრას დასმით. მოსახლეობის უმრავლესობა აღშფოთებით გამოეხმაურა მეფის შეცვლას, დაიწყო აჯანყება. დიდმა ბრიტანეთმა და სხვა უცხო ქვეყნებმა უარი თქვეს ახალი მეფის აღიარებაზე.[4]

ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის ქვეშ, პრემიერ მინისტრი მოჰან შამშერ ჯანგ ბეჰადარ რანა იძულებული გახდა გაეტარებინა დემოკრატიული რეფორმები და 1951 წლის 18 თებერვალს მეფე ტრიბჰუვანი დაბრუნდა ინდოეთიდან და კვლავ დაიკავა ტახტი, როგორც ლეგიტიმურმა მონარქმა.

მეფე ვაჟიშვილებთან ერთად

ინდოეთის მთავრობა  ნეპალის პოლიტიკურ ცხოვრებაში 1950 წლიდან ერეოდა, რათა გადაეჭრა მზარდი პოლიტიკური კონფლიქტი რანას ოჯახსა და მის ოპოზიციას შორის. ინდოეთის მიზანი იყო რანას სისტემის მთლიანად შეცვლა, მეფე ტრიბჰუვანის, როგორც კონსტიტუციური მონარქის ტახტზე დაბრუნება და ნეპალში დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდის სტიმულირება. 1951 წლის ნოემბერში პრემიერ მინისტრი იძულებული გახდა გადამდგარიყო და რანას დინასტიის პერიოდი დასრულდა.

თავისი მეფობის ბოლო წლებში ტრიბჰუვანმა გარკვეული დემოკრატიული ცვლილებები განახორციელა. იგი გარდაიცვალა 1955 წელს  ციურიხში გაურკვეველ ვითარებაში, სადაც მკურნალობას გადიოდა. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, უფლისწული მაჰენდრა, რომლის საქმიანობას უკავშირდება ნეპალში პოლიტიკური პროცესის განვითარების შემდეგი ეტაპი.

ტრიბჰუვანის სახელს ატარებს საერთაშორისო აეროპორტი და უნივერსიტეტი კატმანდუში.

მას ჰქონდა ბრიტანეთის არმიის სრული გენერლის საპატიო წოდება   (მიენიჭა 1953 წელს) და ინდოეთის არმიის გენერლის წოდება  (მიენიჭა 1953 წლის 1 იანვარს).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bruce Vaughn. "Nepal: Background and U.S. Relations". Analyst in Southeast and South Asian Affairs Foreign Affairs, Defense, and Trade Division, Updated February 2, 2006.
  2. John Whelpton. "A History of Nepal". (2005), p. 244.
  3. "Hundred years on". kathmandupost.com. Retrieved 5 August 2022.
  4. Selected works of Jawaharlal Nehru. Second Series. Page 53