ტრიბოლუმინესცენცია
იერსახე
ტრიბოლუმინესცენცია (ძვ. ბერძნ. τρίβος [tribos] — „ხახუნი“ და ლუმინესცენცია) — ლუმინესცენცია, რომელიც აღიძვრება კრისტალური ლუმინოფორის დასრესის, გაჭყლეტის ან გახლეჩის დროს. ტრიბოლუმინესცენციის მიზეზი სხვადასხვაა; ზოგჯერ იგი აიხსნება კრისტალის გახლეჩის დროს წარმოშობილი ელექტრული განმუხტვით — ფოტოლუმინესცენციის აღძვრით, ზოგჯერ კი მას იწვევს დეფორმაციის დროს დისლოკაციების მოძრაობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 47.