შინაარსზე გადასვლა

ტრიბოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიბოლოგიის შესწავლის პირველი ჩანახატები

ტრიბოლოგია (ძვ. ბერძნ. τρίβος[tribos]— „ხახუნი“ და λόγος[lógos]— „სიტყვა“, „მოძღვრება“) — ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს და აღწერს მყარი დეფორმირებადი სხეულების კონტაქტურ ურთიერთქმედებებს მათი ფარდობითი მოძრაობის დროს. ტრიბოლოგიური კვლევის სფეროებია ხახუნი, ცვეთა და შეზეთვა.

ტრიბომეტრია (ძვ. ბერძნ. τρίβος[tribos]— „ხახუნი“ და μετρηω[metreo]— „ვზომავ“) — გარეგანი ხუნის ძალის და ან კოეფიციენტის, გარეგანი ხახუნის ზღურბლისა და მოხახუნე ზედაპირების ცვეთამედეგობის გაზომვის მეთოდები. ტრიბომეტრული გაზომვა ორი სახისაა: ლაბორატორიული, რომლის დროსაც ფასდება ხახუნის ძალები და ამა თუ იმ პირობებში მასალის ცვეთამედეგობა, და ნატურული, როდესაც მთლიანად ფასდება ხახუნის მოცემული კვანძი.