ტრიბოელექტრული ეფექტი
იერსახე

ტრიბოელექტრული ეფექტი, ტრიბოელექტრობა (ძვ. ბერძნ. τρίβος [tribos] — „ხახუნი“) — ხახუნის დროს ელექტრული მუხტების წარმოქმნის მოვლენა. შეინიშნება ორი დიელექტრიკის, ნახევრად გამტა- რის ან სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის ან ერთნაირი შედგენილობის, მაგრამ სხვადასხვა სიმკვრივის ლითონების ურთიერთხახუნის დროს, დიელექტრიკთან ლითონის ხახუნისას და ა. შ. ამასთან, ელექტროვდება ორივე სხეული. მათი მუხტები სიდიდით ტოლია და ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნისაა. მყარი სხეულების ტრიბოელექტრული ეფექტი აიხსნება ხახუნის დროს ელექტრული მატარებლების გადასვლით მუხტის ერთი სხეულიდან მეორეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 47.