ტრიბადიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორი ქალის ილუსტრაცია ტრიბადური აქტის დროს

ტრიბადიზმი (< ბერძ. τριβειν — ხახუნი) — ვიწრო გაგებით, ლესბოსელური სექსის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც პარტნიორები ორგაზმს ერთმანეთზე კლიტორებით ხახუნისას იღებენ[1]. შესაძლებელია სხვადასხვა სექსუალური პოზიციების გამოყენებაც, მათ შორის მისიონერული პოზიციისაც[2][3].

ანტიკურ საბერძნეთში ტრიბადიზმად ლესბოსური სიყვარული იწოდებოდა. ტრიბადებად მოიაზრებოდნენ ქალები, რომელნიც ჰომოსექსუალურ კავშირებს ამყარებდნენ. XX საუკუნემდე ეს ტერმინი ქალური ჰომოსექსუალობის მთლიანობაში ასაღნიშნავად გამოიყენებოდა.

ქალური ჰომოსექსუალობა, ანტიკური სამყაროს ზოგადი წარმოდგენით, განსაკუთრებულად კუნძულ ლესბოსზე იყო გავრცელებული (აქედან ტერმინები „ლესბოსური სიყვარული“, „ლესბოსელი“), სადაც ცხოვრობდა ასეთი სიყვარულის „მქადაგებელი“ ყველაზე ცნობილი ქალი — ანტიკური საბერძნეთის პოეტი ქალი საფო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bonnie Zimmerman (2000). Lesbian histories and cultures: an encyclopedia (Volume 1). Taylor & Francis, გვ. 776–777. ISBN 0-8153-1920-7, 9780815319207 Invalid ISBN. ციტირების თარიღი: February 29, 2012. 
  2. Hite, Shere (2004). The Hite Report: A Nationwide Study of Female Sexuality. New York, NY: Seven Stories Press, გვ. 322. ISBN 1583225692, 9781583225691 Invalid ISBN. ციტირების თარიღი: 2 March 2012. 
  3. Jude Schell (2008). Lesbian Sex: 101 Lovemaking Positions. Random House Digital, გვ. 224 pages. ISBN 0-495-60274-4, Invalid ISBN. ციტირების თარიღი: November 4, 2012.