ტრენიოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრენიოვის სახლი
რუს. Дом Тренёва
კოორდინატები 47°24′24″N 40°07′06″E / 47.406711° ჩ. გ. 40.118446° ა. გ. / 47.406711; 40.118446
მდებარეობა კონსტანტინოვსკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1895

ტრენიოვის სახლი (რუს. Дом Тренёва) — ძველი სართულნახევრიანი სახლი კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1895 წელს. ამ სახლში 1914 წლიდან 1916 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა საბჭოთა პროზაიკოსი და დრამატურგი, სტალინური პრემიის ლაურეატი კონსტანტინ ტრენიოვი. როსტოვის საოლქო კომიტეტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: კონსტანტინოვსკი, ტრენიოვის შესახვევი № 9.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ კონსტანტინოვსკში ტრენიოვის შესახვევის ნომერ 9-ში მდებარე სახლი აგურითაა ნაგები. ამ სახლში 1914-1916 წლებში ცხოვრობდა საბჭოთა პროზაიკოსი და დრამატურგი, პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი კონსტანტინე ტრენიოვი.

კონსტანტინე ტრენიოვი დაიბადა ხარკოვის გუბერნიის ხუტორ რომაშოვოში (ამჟამად ხარკოვის ოლქის სოფ. ბაკშეევკა). ტრენიოვი იყო არქეოლოგი, აგრონომი, ისტორიკოსი და მწერალი. იგი მუშაობდა ნოვოჩერკასკის რამდენიმე გაზეთის რედაქციაში. მივლინებით მუშაობდა კონსტანტინოვსკში. აქ მან გაიცნო ნიკოლსკის ეკლესიის წინამძღვრის ქალიშვილი ლარისა სოკოლსკი.

დაქორწინდა მასზე და 1914-1916 წლებში ცხოვრობდა კონსტანტინოვსკში იოანე ნიკოლსკის სახლში. ამ პერიოდში კონსტანტინე ასწავლიდა საეკლესიო-სამრევლო სკოლაში. აქ ამ სახლში მან მრავალი მოთხრობა დაწერა. მან თავისი პირველი კრებული და შემდეგ მრავალი წიგნი აჩუქა ბიბლიოთეკას, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ბიბლიოთეკას ბომბი დაეცა და ყველა წიგნი დაიწვა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლაევის ეკლესიის წინამძღვრის იოანე სოკოლსკის ორსართულიანი აგურის სახლი ააგეს 1895 წელს და როსტოვის ოლქის 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 ბრძანების თანახმად შეიტანეს ისტორიის ძეგლების სიაში. ტრენიოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რაიონული აღმასკომის 1977 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სახლის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა. დაფა დამზადებულია შავი მარმარილოსაგან, რომელზეც არის წარწერა:

ვიკიციტატა
„ამ სახლში 1914 დან 1916 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა გამოჩენილი მწერალი და დრამატურგი კ. ა. ტრენიოვი.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]