ტრემოლიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრემოლიტი
Tremolite Campolungo.jpg
საერთო
კატეგორია სილიკატების კლასის, ამფიბოლების ჯგუფის მინერალი
ქიმიური ფორმულა Сa2Mg5Si8O22(OH)2
იდენტიფიკაცია
ფერი ნაცრისფერი ან თეთრი
კრისტალის სინგონია მონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით 6-6,5;
სიმკვრივე 3000 კგ/მ³.

ტრემოლიტი (tremolite) — სილიკატების კლასის, ამფიბოლების ჯგუფის მინერალი; ქიმიური შედგენილობა Сa2Mg5Si8O22(OH)2 — კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. აქვს ნაცრისფერი ან თეთრი ნემსისებრი კრისტალები, აგრეგატები — რადიალურ სხივური. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე დაახლოებით 3000 კგ/მ³.

წარმოიქმნება მეტამორფული პროცესების შედეგად. ტრემოლიტის მკვრივი ფარულკრისტალური სახეობაა ნეფრიტი, რომელსაც იყენებენ საიუველირო საქმეში, წმინდაბოჭკოვანია აზბესტი.

სახელი ეწოდა ტრემოლის (Tremola) ხეობის (სამხრეთი შვეიცარია) სახელის მიხედვით.

ტრემოლიტი გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის გვხვდება რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, იტალიაში, შვეიცარიაში, ფინეთსა და ტანზანიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]