შინაარსზე გადასვლა

ტრემეტუსია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრემეტუსია
ბერძ. Τρεμετουσιά[1] [2]
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
მუნიციპალიტეტი ლარნაკის რაიონი
კოორდინატები 35°05′06″ ჩ. გ. 33°36′31″ ა. გ. / 35.0851247806° ჩ. გ. 33.6086622500° ა. გ. / 35.0851247806; 33.6086622500
ფართობი 15.6205 კმ²
მოსახლეობა 605 (1973)[3]
სასაათო სარტყელი UTC+2, UTC+2[4] და UTC+3[4]
საფოსტო ინდექსი 7624[4]
ტრემეტუსია — კვიპროსი
ტრემეტუსია

ტრემეტუსია (ძვ. ბერძნ. Τρεμετουσιά; თურქ. Tremeşe or Erdemli) — სოფელი ლარნაკის რაიონში, კვიპროსში, ათიენუს აღმოსავლეთით 7კმ. ჩრდილოეთ კვიპროსის კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონში არსებული მხოლოდ ოთხი სოფლიდან ერთ-ერთია, დანარჩენი სამია: არსოსი, მელუსეია და პერგამოსი.

სოფელი უძველესი ქალაქის, ტრემითოსის ან ტრემითუსის (ძვ. ბერძნ. Τρεμιθοῦς) ნაწილს შეადგენდა, რომელსაც ახსენებენ პტოლემე, იეროკლე, გიორგი კვიპროსელი, სტეფანე ბიზანტიელი და სხვა უძველესი გეოგრაფები.[5] იმპერიის პრეტენდენტი, ისააკ კომნენოსი, აქ 1191 წელს ინგლისის მეფე რიჩარდ I-მა დაამარცხა, რომელმაც შემდგომ კვიპროსი დაიკავა. ქალაქი შემდეგ გაანადგურეს და დღემდე მხოლოდ სოფლის სახითაა შემორჩენილი.[5]

არსებობს ორი ლეგენდა ტრემეტუსიის (ძვ. ბერძნ. Τρεμιθοῦς) სახელწოდების შესახებ.[6]

ერთი ვერსიით, როდესაც აფროდიტემ მიწაზე დადგა ფეხი, თავად მიწა აკანკალდა მისი ღვთაებრივი არსებობისგან და ამიტომ ეს ადგილი ტრემიტუსად (ძვ. ბერძნ. τρέμειν) ანუ (ქართ. კანკალა) იწოდებოდა.[6]

მეორე მოსაზრება ის იყო, რომ სახელი მომდინარეობს ამ ტერიტორიაზე მზარდი ტერებინთის ხეებიდან, რომლებსაც კვიპროსელები ტრემითოის (ძვ. ბერძნ. τρέμιθοι) უწოდებდნენ.[6]

ტრემეტუსიის ეპისკოპოსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრემეტუსიის ეპარქიის ეპისკოპოსებს შორის ყველაზე ცნობილია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, რომელიც მთელ აღმოსავლეთ-მართლმადიდებლურ ეკლესიაშია ცნობილი.[7] წმინდა სპირიდონი მონაწილეობდა ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე (325), თეოპომპე - კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381), თეოდორე, წმინდა იოანე ოქროპირის ბიოგრაფიის ავტორი - კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრებაზე (681), ხოლო გიორგი - ნიკეის მეორე საეკლესიო კრებაზე (787).[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. STATISTICAL CODES OF MUNICIPALITIES/COMMUNITIES AND QUARTERS OF CYPRUS, 2015CYSTAT.
  2. ΣΤΑΤΙΣΤΙΚΟΙ ΚΩΔΙΚΟΙ ΔΗΜΩΝ/ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ ΚΑΙ ΕΝΟΡΙΩΝ ΤΗΣ ΚΥΠΡΟΥ, 2015Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας.
  3. Cyprus census 1973 — 9 — CYSTAT.
  4. 1 2 3 TremetousiaPostcode Query.
  5. 1 2 3 Siméon Vailhé, "Tremithus" in Catholic Encyclopedia (New York 1912)
  6. 1 2 3 Stephanus of Byzantium, Ethnica, p.331, 177
  7. St Spyridon the Wonderworker and Bishop of Tremithus