ტრეზინის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრეზინის ძეგლი
Памятник Трезини
კოორდინატები 59°56′12″N 30°17′18″E / 59.9368° ჩ. გ. 30.28825° ა. გ. / 59.9368; 30.28825
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი პ. ბოგრიანცევი
მოქანდაკე პ. პ. იგნატიევი
მასალა ბრინჯაო
თარიღდება 2014

ტრეზინის ძეგლი (რუს. Памятник Трезини) — არქიტექტორისა და ინჟინერის დომენიკო ტრეზინის ძეგლი მდებარეობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ტრეზინის მოედანზე, ტრეზინის სახლის წინ, უნივსერიტეტის სანაპიროსა და ბლაგოვეშჩენსკის ხიდის ახლოს ვასილეოსტროვსკის რაიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომენიკო ტრეზინის ძგლის აგების იდეა დაიბადა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში. ძეგლის მოქანდაკეა პავლე პეტრეს ძე იგნატიევი. იგი ძეგლზე მუშაობდა 1995 წლიდან. ეს იყო ახალგაზრდა მოქანდაკის სასწავლო დავალება. ამ სასწავლო დავალებიდან მომდევნო წლებში წარმოიშვა თანამედროვე დიდი პროექტი. 1999 წელს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ვლადიმერ იაკოვლევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტრეზინს ძეგლის შექმნის შესახებ. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სკულპტურის დასამზადებლად ვერ მოიძიეს თანხები და 2000-იანი წლების დასასრულს დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო ჟორნოს ფონდმა, ამ ვითარებაში ძეგლის შექმნამდე 17 წელი გავიდა. პ. პ. იგნატიევმა ტრეზინი გამოსახა ქურქში ჩაცმული, ფეხზე მდგომი. ბრინჯაოს ფიგურის ზომაა 5,5 მეტრია. ძეგლი ჩამოასხეს პოდმოსკოვიეს ქარხანაში.

პირველად დომენიკო ტრეზინის ძეგლი ექსპერტებს აჩვენეს 2012 წლის მაისში. ამის შემდეგ შქანვაკებაში ეიტანეს მცირე კორექტირება: ტრეზინის ფეხები და ტანსაცმელი უფრო მასიური გახადეს. ასევე შეცვალეს ქურქის ფორმაც, რამაც გამოიწვია ძეგლის შექმნის გადავება კიდევ რამვენიმე თვით. ასევე დროიში გაიწელა ძეგლისთვის ადგილის შერჩევის საკითხიც.

ძეგლი კვარცხლბეკზე შედგეს 2013 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საზეიმო გახსნა გაიმართა 2014 წლის 19 თებერვალს, რომელშიც მონაწილეობდნენ ძეგლის ავტორი, სანქტ-პეტერბურგის მთავრობის წარმომადგენლები, რაიონული ადმინისტრაციის თანამდებობის პირები, ასევე შვეიცარიისა და იტალიის გენერალური კონსულები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]