ტრეზინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრეზინის სახლი
Дом Трезини
კოორდინატები 59°56′13″N 30°17′16″E / 59.936944° ჩ. გ. 30.287778° ა. გ. / 59.936944; 30.287778
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი დ. ტრეზინი
მოქანდაკე მ. ზემცოვი
სტილი ბაროკო
თარიღდება 1721-1723
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802312000

ტრეზინის სახლი (რუს. Дом Трезини) — XVIII საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ბაროკოს არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. მისამართი უნივერსიტეტის სანაპირო, სახლი № 21. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი. აგებულია 1721-1723 წლებში. ქალაქის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობა, ადგილის სადაც ცხოვრობდა არქიტექტორი დომენიკო ტრეზინი. მიწის ნაკვეთი არქიტექტორის სახლის ასაგებად 1721 წელს გამოყო თავად პეტრე I-მა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს მიწის ნაკვეთი პირველად მოიხსენიება 1721 წლის 19 სექტემბერს, როდესაც იმპერატორმა პეტრე I-მა ეს ადგილი გადასცა არქიტექტორ დომენიკო ტრეზინის საკუთარი სახლის ასაშენებლად. სავარაუდოა, რომ შენობის პროექტი შეასრულა თავად არქიტექტორმა. შენობა აგებულია პეტრესეული ბაროკოს სტილში, ორსართულიანია და დგას მაღალ ცოკოლზე.

მშენებლობა ძალიან ნელა მიმდინარეობდა: საფუძველი 1723 წელს ჩაუყარეს და მშენებლობა ჯერ კიდევ 1726 წლისათვის არ იყო სახურავამდე მიყვანილი.

ამ სახლში რამდენიმე წელი ცხოვრობდა ტრეზინი ოჯახთან ერთად. ორ ოთახში მან განათავსა ე. წ. სკოლა, სადაც იგი მოსწავლეებთან ერთად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც 1734 წელს ტრეზინი გარდაიცვალა, შენობა გადაეცა მის ქვრივსა და შვილებს.

დიდი ხნის განმავლობაში შენობა უცვლელი სახით იყო შემონახული, თუმცა XIX საუკუნის დასაწყისში მიაშენეს ფლიგელი. შემდეგი გადაკეთება მოახდინა შენობის ახალმა მფლობელმა ე. ი. კლოჩკოვმა. 1949 წელს კიდევ ერთხელ მოხდა შენობის გადაკეთება კლასიციზმის სტილში. 2014 წელს სახლის წინ აღმართეს ტრეზინის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]