ტრაპიზონის ალყა (1205–1206)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტრაპიზონის ალყა
ბიზანტია-სელჩუკური ომების ნაწილი
თარიღი 1205–1206
მდებარეობა ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია
მხარეები
რუმის სასულთნო ტრაპიზონის იმპერიის დროშა ტრაპიზონის იმპერია

ტრაპიზონის ალყა1205–1206 წლებში რუმის სელჩუკთა სასულთნოს მიერ ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქის, ქალაქ ტრაპიზონის, ალყაში მოქცევის წარუმატებელი მცდელობა. უილიამ მილერი ამ მოვლენას უკავშირებს „ალექსის დაუმორჩილებლობას მისი [ქეი-ხოსროვ I-ის] ბრძანებების მიმართ“.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშელ კურშანსკის მოსაზრებით რუმის სასულთნოს მიერ ორგანიზებული ეს წარუმატებელი ალყა პასუხი იყო ტრაპიზონის იმპერატორის მოკავშირის, თამარ მეფის (1184–1213) ქმედებებზე, რომელიც 1205 წელს ერზრუმის აღებას უშედეგოდ ცდილობდა. როდესაც რუმის სულთანმა, ქეი-ხოსროვმა (1192–1196; 1205–1211) სადამსჯელო ექსპედიცია დაიწყო ტრაპიზონის წინააღმდეგ, მისი მარშრუტი ლიმიტირებული იყო პონტოს მთიანეთის რამდენიმე ვიწრო გადასასვლელით, სადაც მისი ძალები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შევიწროვებას განიცდიდნენ. ალექსის ასევე შეეძლო თავდასხმაზე „ზღვის გადაკეტვით“ ეპასუხა, რაც ვაჭრებისთვის ყირიმში მიმავალი გზის გადაკეტვას ნიშნავდა. ალ-ასირის თანახმად ვაჭრებმა მთელი ახლო აღმოსავლეთის მაშტაბით სერიოზული ზიანი განიცადეს ტრაპიზონის ალყის შედეგად და როდესაც ისინი სივასის დიდ ბაზრობაზე აღმოჩნდნენ ხმამაღალი შეძახილებით საყვედურობდნენ სულთანს.[2]

კურშანსკი ასევე ამტკიცებს, რომ ალყის წარუმატებლობამ განაპირობა 1214 წელს სინოპის აღება, რამაც სელჩუკ თურქებ შავ ზღვაზე გასასვლელი ს უზრუნველყო.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Miller, Trebizond: The last Greek Empire of the Byzantine Era: 1204-1461, 1926 (Chicago: Argonaut, 1969), p. 16
  2. Kuršanskis, "L'empire de Trébizonde et les Turcs au 13e siècle", Revue des études byzantines, 46 (1988), pp. 110f
  3. Kuršanskis, "L'empire de Trébizonde", pp. 111f