ტრანს-კასპიური მილსადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტრანს-კასპიური მილსადენის რუქა

ტრანს-კასპიური მილსადენი (აზერ. Transxəzər boru xətti; თურქმ. Transhazar turbaly geçiriji) — დაგეგმილი წყალქვეშა მილსადენი, რომელმაც უნდა დაუკავშიროს თურქმენბაში ბაქოს. ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში[1][2]. ეს გაზსადენი ასევე განიხილება სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოების ნაწილად.

დაგეგმილი მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 30 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ეს მილსადენი წელიწადში ევროპაში 10-დან 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის[3]. მილსადენი ბაქოში სამხრეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) გაზის დერეფანს შეუერთდება და მისი გავლით ტრანს-ანატოლიურ მილსადენს. გაზსადენის დაგეგმილი სიგრძე 300 კმ-ია[4]. მისი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5 მილიარდ აშშ დოლარს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრაზე, შესაძლებელი გახდა პროექტის განხილვა. 1999 წლის თებერვალში, თურქმენეთის მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას კორპორაცია General Electric-თან და სამშენებლო კომპანია Bechtel- თან, რათა შეესწავლათ მილსადენის მარშრუტი. 1999 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეხვედრის ფარგლებში სტამბოლში თურქეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა ხელი მოეწერეს რიგ შეთანხმებებს გაზსადენების მშენებლობის სფეროში[5]. ირანისა და რუსეთის კასპიის ზღვის ტერიტორიული საზღვრების სამართლებრივ საკითხზე და შაჰდენიზის გაზსადენის გახსნის თაობაზე გადაუწყვეტელობის გამო[6], მიწისქვეშა მილსადენის პროექტი გადადებულ იქნა 2000 წლის ზაფხულზე და გაგრძელებულ იქნა მხოლოდ სამხრეთ-კავკასიის მილსადენის პროექტთან ერთად.

2006 წლის იანვარში რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის კონფლიქტის გამო, ტრანს-კასპიური მილსადენისადმი ინტერესი კვლავ გამოვლინდა.  2006 წლის 11 იანვარს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს დანიალ აჰმედოვს შესთავაზა სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით თურქეთში ყაზახური გაზის ექსპორტირება და იქიდან მისი გადაყვანა ევროპის ბაზარზე. 2006 წლის მარტში, თურქმენეთის პრეზიდენტმა განაცხადა მილსადენის მოლაპარაკებების განაახლების შესახებ. მაისში, ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას.

2007 წლის 12 მაისს რუსეთმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერს სამმხრივ ხელშეკრულებას გაზის ექსპორტის თაობაზე ცენტრალური აზიიდან ევროპაში ცენტრალურ-აზიური მილსადენის გავლით. ეს გამოიყურებოდა, როგორც ტრანსკასპიური პროექტის კრახი, მაგრამ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის მშენებლობის გაგრძელების შესახებ.

2008 წლის 4 სექტემბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ირანი ეწინააღმდეგება კასპიის წყალქვეშა მილსადენის მშენებლობას ეკოლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე[7]. 2008 წლის 22 დეკემბერს ავსტრიულმა კომპანიამ OMV და გერმანულმა კომპანიამ RWE გამოაცხადეს Caspian Energy Company-ს შექმნის თაობაზე, რომელიც შეისწავლიდა გაზსადენის მარშრუტს კასპიის ზღვის გავლით. კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანია გეგმავს ააშენოს გაზის ტრანსპორტირების სისტემა კასპიის ზღვაზე.

2011 წლის 12 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დათანხმდა გამოუყოს მანდატი ევროკომისიაში აზერბაიჯანსა და თურქმენეთს ტრანსკასპიური მილსადენის მოლაპარაკების თაობაზე.

2012 წლის 3 სექტემბერს, ევროპის ენერგეტიკის კომისართან შეხვედრის შემდეგ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი თურქმენეთიდან ტრანს-კასპიური გაზსადენის გავლით შეიძენს ბუნებრივ აირს[8].

სამხრეთ გაზის დერეფნის გამოჩენამ კიდევ ერთხელ აღძრა ინტერესი ტრანს-კასპიურ გაზსადენზე.

2018 წლის 15 თებერვალს ბაქოში ჩატარდა სამხრეთ გაზის დერეფნის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც აღინიშნა, რომ ტრანს-კასპიური გაზსადენი, რომელიც ითვალისწინებს თურქმენეთის გაზის ტრანსპორტირებას, ასევე ჩართულია სამხრეთის დერეფნის პროექტში[9].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]