ტრანსკრიპცია (ბიოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრანსკრიპცია (ფოტოსურათი ტრანსმისიური ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ). Begin — ტრანსკრიპციის დასაწყისი, End — ტრანსკრიპციის დასასრული, DNA — დნმ.

ტრანსკრიპცია (ლათ. transcriptio-დან — გადაწერა) — მატრიცის როლში დნმ-ის გამოყენებით რნმ-ის სინთეზის პროცესი, რომელიც ხორციელდება ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში. სხვა სიტყვებით, ტრანსკრიპცია არის გენეტიკური ინფორმაციის გადატანა დნმ-დან რნმ-ზე.

ტრანსკრიპციისას კატალიზატორს წარმოადგენს დნმ-დამოკიდებული ფერმენტი რნმ-პოლიმერაზა. რნმ-ის სინთეზი მიმდინარეობს 5'-დან 3'-ბოლოს მიმართულებით, ანუ დნმ-ის მატრიცულ ჯაჭვზე რნმ-პოლიმერაზა მოძრაობს 3' → 5' მიმართულებით.[1]

ტრანსკრიპცია შედგება სამი სტადიისგან. ესენია: ინიციაცია, ელონგაზია და ტერმინაცია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Alberts, Bruce; Alexander Johnson, Julian Lewis, Martin Raff, Keith Roberts, and Peter Walters (2002). Molecular Biology of the Cell; Fourth Edition. New York and London: Garland Science. ISBN 0-8153-3218-1.