შინაარსზე გადასვლა

ტრანსილვანიის სამთავრო (1711-1867)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრანსილვანიის სამთავრო
ტრანსილვანიის დიდი სამთავრო

ჰაბსბურგის მონარქიისა და ავსტრიის იმპერიის სამთავრო
 

1711 — 1867  

 

დროშა გერბი
დედაქალაქი ჰერმანსტადტი (სიბიუ)
1711–1791, 1848–1861
კლაუსენბურგი (კლუჟი)
1791–1848, 1861–1867
ენა გერმანული, რუმინული
უნგრული
ტრანსილვანიის გუბერნატორი ჩარლზ III (პირველი)
(1711–1740)
მოსახლეობა 2 073 372 (1850 წ.)
ისტორია შეიქმნა სამთავრო (1711 წ.)
გაუქმნდა სამთავრო (1867 წ.)
დღეს ამ ტერიტორიაზე რუმინეთის დროშა რუმინეთი

ტრანსილვანიის სამთავრო ან ტრანსილვანიის დიდი სამთავროჰაბსბურგთა მონარქიის სამეფო, მოგვიანებით ავსტრიის იმპერიის კონსტიტუციური მიწა.

ტრანსილვანიის სამთავროს რუკა

ოტომანთა ვასალი ტრანსილვანიის სამთავრო დაპყრობილ იქნა ჰაბსბურგელების მიერ და კარლოვიცის ზავით სამთავრო გადაეცა ჰაბსბურგთა მონარქიას 1699 წლიდან. 1711 წლიდან, ჰაბსბურგის კონტროლით ტრანსილვანიის სამთავრო იყო კონსოლოდებული, ხოლო ტრანსილვანიის მმართველი მთავრები უკვე გამგებლებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც ჰაბსბურგის მონარქიას ექვემდებარებოდნენ. 1765 წელს გამოცხადდა ტრანსილვანიის დიდი სამთავროდ, რაც ანმტკიცებდა ტრანსილვანიის სპეციალურ სტატუსს, რომელიც დადგინდა 1691 წელს „ლეოპოლდიუმის ხარისხით“ („Diploma Leopoldinum“).

1853 წელს, ტრანსილვანიის სამხედრო მარკა (რომელიც არსებობდა 1762 წლიდან) გაუქმდა და შეუერთდა ტრანსილვანიას.

1867 წლის ავსტრო-უნგრული კომპრომისით, რომლის თანახმადაც შეიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ტრანსილვანიის სპეციალური სტატუსი გაუქმდა და სამთავრო უნგრეთის სამეფოს პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა.[1]

ტრანსილვანიის სამთავრო ესაზღვრებოდა უნგრეთის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის მხრიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბუკოვინას, სამხრეთ-დასავლეთიდან ჰაბსბურგის სამხედრო საზღვარს, ხოლო სამხრეთით და აღმოსავლეთით გაერთიანებულ სამთავროებს.

წელისულ რაოდენობარუმინელებიუნგრელებიგერმანელები
1720806 22149.6 %37.2 %12.2 %
1730~725 00057.9 %26.2 %15.1 %
1765~1 000 00055.9 %26.0 %12.0 %
17841 440 986---
1790[2]1 465 00050.8 %30.4 %-
1835-62.3 %23.3 %14.3 %
18502 073 37259.1 %25.9 %9.3 %
  1. უნგრეთისა და ტრანსილვანიის სამეფო დაარქივებული 2013-05-19 საიტზე Wayback Machine. . ენა: გერმანული.
  2. პიტერ როკაი – Zoltan Đere – Tibor Pal – Aleksandar Kasaš, Istorija Mađara, Beograd. გვერდები:376–377. წაკითხვის თარიღი: 2002.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]