ტრანზიცია (ტრანსსექსუალური)
გენდერული ტრანზიცია (ლათ. transitu — გადაადგილება, გადასვლა) — პროცესი, რომელიც გულისხმობს ადამიანის გენდერული პრეზენტაციისა და სქესობრივი მახასიათებლების შეცვლას მისი შინაგანი გენდერული იდენტობის შესაბამისად.
ტრანზიცია მოიცავს ზოგიერთ ან ყველა შემდგომ, პირად, სამართლებრივ, სამედიცინო ცვლილებებს: ოჯახისათვის, მეგობრებისა ან/და თანამშრომლებისთვის საკუთარი გენდერული იდენტობის გაცხადება; სახელის ან/და სქესის შეცვლა საბუთებში; ჰორმონალური თერაპია; და, შესაძლოა (თუმცა ყოველთვის არა), ერთი ან რამდენიმე სახის ქირურგიული ოპერაცია.
სქესის კვლავმინიჭება აღნიშნავს ქირურგიულ ცვლილებას და არის ტრანზიციის მხოლოდ მცირე ნაწილს. სქესის კვლავმინიჭება, როგორც ტერმინი, უფრო სასურველია „სქესის შეცვლის ოპერაციასთან“ შედარებით. ყველა ტრანსგენდერი ადამიანი არ ირჩევს ან არ მიუწვდება ხელი ამ ოპერაციაზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34