შინაარსზე გადასვლა

ტრაიანეს მარკეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრაიანეს ბაზრობა (ლათ. Mercatus Traiani; იტალ. Mercati di Traiano) — ნანგრევების დიდი კომპლექსი ქალაქ რომში, იტალია, მდებარეობს ფორი-იმპერიალის ქუჩაზე, კოლიზეუმის მოპირდაპირე მხარეს. შემორჩენილი შენობები და სტრუქტურები აშენებულია ტრაიანეს ფორუმის განუყოფელ ნაწილად. ეს სტრუქტურა წარმოადგენს რომში ცხოვრების ცოცხალ მოდელს და გვაძლევს წარმოდგენას ქალაქის რესტავრაციაზე, რომელიც გვიმხელს ახალ საგანძურს და ცოდნას ძველი რომაული არქიტექტურის შესახებ.[1][2][3][4]

მიჩნეულია, რომ ეს არის მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი, თუმცა დღესდღეობით ბევრი მიიჩნევს, რომ ტრაიანეს ბაზრობის თაღები სინამდვილეში იმპერატორ ტრაიანეს ადმინისტრაციული ოფისები იყო. მაღაზიები და ბინები აშენებულია მრავალდონიან სტრუქტურაში და დღესაც შესაძლებელია რამდენიმე დონის დათვალიერება. ღირსშესანიშნაობებს შორისაა ნატიფი მარმარილოს იატაკები და ბიბლიოთეკის ნაშთები.[5]

ტრაიანეს ბაზრობა სავარაუდოდ ააგეს 100-110 წლებში დამასკოელი აპოლოდორუსის მიერ[1], არქიტექტორის, რომელიც მუდმივად თან ახლდა ტრაიანეს ლაშქრობებში და რომელსაც ტრაიანემ მიანდო თავისი ფორუმის დაგეგმარება.[2][6] ის გაიხსნა 113 წელს.[7] შუა საუკუნეებში კომპლექსს დაემატა სართულები, რაც დღესაცაა შემორჩენილი, ასევე დაემატა თავდაცვითი ელემენტები, როგორიცაა ტორე დელე მილიციე, „მილიციის კოშკი“, აშენებული 1300 წელს. XVI საუკუნეში ამ ტერიტორიაზე აშენდა მონასტერი, რომელიც მოგვიანმებით 1885 წელს სახელმწიფომ შეიძინა და გახდა გოფრედო მამელის სამხედრო ბაზა.[8] ეს ბაზა დააანგრიეს XX საუკუნის დასაწყისში ტრაიანეს ბაზრობის აღსადგენად.

იმპერატორების ფორუმის მუზეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორების ფორუმის მუზეუმი (იტალ. Museo dei Fori Imperiali), რომელიც გაიხსნა 2007 წელს, ინახავს უამრავ არტეფაქტს ძველი რომის ყველა ფორუმიდან. ტრაიანეს ბაზრობის თანამედროვე შესასვლელები მდებარეობს ვია კვატრო ნოვემბრე 94-ში[9] და პიაცა მადონა დი ლორეტოზე.[7] შესვლისთანავე ვიზიტორი ხვდება სავაჭრო ზონაში, რომელიც განლაგებულია ორ სხვადასხვა მხარეს, აქ ოდესღაც რომის მოსახლეობას უფასო ხორბალი ურიგდებოდა.[5]

ამ დარბაზის ბოლოს, გავდივართ დიდი აივანზე საიდანაც მოჩანს ხედი ბაზრობაზე, ტრაიანეს ფორუმზე და ვიტორიანოზე. ეს სინამდვილეში ვია ბიბერატიკას ნაწილია (ლათ. bibo, bibere სიტყვიდან, რაც ნიშნავს „დალევას“; ქუჩა იყო რამდენიმე რომაული ტავერნისა და საკვები მაღაზიების ადგილმდებარეობა ამ რაიონში). გზა გადის ტრაიანეს ბაზრობის გავლით.[5]

ქვედა ნაწილში ასევე არის ორი დიდი დარბაზი, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა აუდიენციების ან კონცერტებისთვის. ბაზრობაში ასევე განთავსებულია მაღაზია ცნობილი როგორც „taberna“. ბაზრობის სტრუქტურით შექმნილი გიგანტური ექსედრა თავდაპირველად სარკისებური იყო შესაბამისი ექსედრალური საზღვრის სივრცესთან ტრაიანეს ფორუმის სამხრეთ მხარეს.

ბაზრობის დიდი დარბაზი გადახურულია ბეტონის კამარით, რომელიც დგას ბურჯებზე, რაც როგორც ფარავს, ასევე საშუალებას აძლევს ჰაერსა და სინათლეს, შეაღწიოს ცენტრალურ სივრცეში. თავად ბაზრობა აშენებულია ძირითადად აგურისა და ბეტონისგან.[6]

  • Bunson, Matthew (2002). Encyclopedia of the Roman Empire. New York: Facts on File, გვ. 337, 550–551. ISBN 0-8160-4562-3. OCLC 47930574. 
  • Honour, Hugh; Fleming, John F. (15 January 2009) The Visual Arts: A History, Revised Edition. Canada: Pearson Education, გვ. 193. ISBN 978-0-205-66535-8. OCLC 700049334. 
  • Lancaster, Lynne (1998). „Building Trajan's Markets“. American Journal of Archaeology. 102 (2): 283–308. doi:10.2307/506470. ISSN 0002-9114. JSTOR 506470. S2CID 193025548.
  • Richard, Carl J. (16 April 2010). Why We're All Romans: The Roman Contribution to the Western World. Lanham, Maryland: Rowman & Littlefield, გვ. 70–71, 229. ISBN 9780742567801. 
  • Vreeland, Frederick; Vreeland, Vanessa (24 April 2006) Key to Rome. Los Angeles: J. Paul Getty Museum, გვ. 31, 33, 36. ISBN 0-89236-802-0. OCLC 62714763. 
  • Il Museo dei Fori Imperiali it. Biblioteca Virtual Miguel de Cervantes.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]