ტრადიციული თუშური ყველის ფესტივალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრადიციული თუშური ყველის ფესტივალი იმართება ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტის ცენტრში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, ყოველი წლის მაისის ბოლო კვირას.

ფესტივალში მონაწილეობენ ყველის მწარმოებლები, როგორც თუშეთიდან და ალვნებიდან, ასევე პანკისისა და ილტოს ხეობებიდან. ფესტივალის დღეს დიდი რაოდენობის ყველი იყიდება. მყიდველთა უმეტესობა დედაქალაქიდან და მეზობელი რაიონებიდან სპეციალურად ჩამოდის. ამ დღეს სტუმრებს შეუძლიათ, დაათვალიერონ ადგილობრივი ხელნაკეთი პროდუქტები, დააგემოვნონ ტრადიციული თუშური ყველი, მოისმინონ ტრადიციული ქართული სიმღერები. ფესტივალის შემდეგ იმართება დოღი და მრავალი სპორტული შეჯიბრება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]