ტრაგაკანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტრაგაკანტი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  ასტრაგალუსი
ქვეგვარი:  გრაგაკანტი
ლათინური სახელი
Tragacantha

ტრაგაკანტი, ტრაგანტი, ტრაგაკანტული ასტრაგალუსი (Tragacantha) — მცენარეთა ქვეგვარი პარკოსანთა ოჯახის ასტრაგალუსის გვარისა. ძლიერ დატოტვილი და ეკლიანი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 20—50 (100) სმ აღწევს.

250-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია წინა და შუა აზიასა და კავკასიაში, რამდენიმე — ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოსათვის ცნობილი 6 სახეობიდან 1 საქართველოს ენდემია: (Tragacantha atenicus) და 1 კავკასიონისა (Tragacantha denudatus).

ტრაგაკანტის სახეობათა უმეტესობა იზრდება უდაბნოს, ველისა და ტყე-ბუჩქნარის სარტყლებში — მშრალ, როჭკიან, ზოგან წვრილმიწიან ადგილებზე. ქსეროფილური მცენარეულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ხშირად ქმნის ტრაგაკანტიანებს. მათი ღეროსა და ტოტების დასერვით იღებენ გუმფისს — გუმიტრაგაკანტს, რომელსაც საფეიქრო მრეწველობაში, ფარმაკოლოგიასა და პარფიუმერიაში იყენებენ. ტრაგაკანტებს ჭამს აქლემი, თხა და ცხვარი. წინა აზიაში ზოგან მისგან მიღებულ შაქარსაც ხმარობენ. ტრაგაკანტები ამაგრებენ სუბსტრატს და ანტიეროზიული მნიშვნელობა აქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]